ავტორი:

კრიმინალური გარჩევის კიდევ ერთი მსხვერპლი - პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად კიდევ 3 ადამიანს წაუყენა

კრიმინალური გარჩევის კიდევ ერთი მსხვერპლი - პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად კიდევ 3 ადამიანს წაუყენა

პროკურატურამ 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას მიმართ განზრახ, წინასწარი შეთანხმებით სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე კიდევ სამ ადამიანს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულ საქმეზე, ასევე ი.ქ.-ს, ვ.ჯ.-ს და ო.კ.-ს ბრალი წარედგინათ 5 ივლისს, ხოლო გ.რ.-ს - 7 ივლისს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს, ქ.ფოთში, 6 პირი წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე მყოფ ვაჟა ტყებუჩავს, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ და ასევე, მის მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ხელკეტებით ცემის შემდეგ, ი.ფ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ტყებუჩავს ქვედა კიდურები დაუზიანა, ხოლო შემდეგ ის თავდამსხმელებმა ი.ქ.-ს კუთვნილი ავტომანქანით გაიტაცეს. იმავე დღეს ვაჟა ტყებუჩავა მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვ.ჯ. მივიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ი.ქ.-მ, ო.კ.-მ, გ.რ.-მ, ი.ფ.-მ, ი.ა.-მ და ზ.ო.-მ მჭრელი საგნის გამოყენებით ვ.ტ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავისა და სხეულის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ვაჟა ტყებუჩავა იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ო.კ. 4 ივლისს, ხოლო გ.რ. 5 ივლისს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.დაუსწრებლად ბრალდების წარდგენის შემდეგ, ი.ფ.-ს, ი.ა.-ს და ზ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათზე გამოცხადდა ძებნა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარის შემდეგ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაჟა ტყებუჩავაზე ანგარიშსწორებას სხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდი "ბონჩო" გეგმავდა და რომ მასზე შური კრიმინალური ავტორიტეტის ნდობით აღჭურვილმა პირებმა იძიეს.

"თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი  "თბილისი მოლთან" ამოაყირავა მძღოლმა... "იანდექსის" რეაქცია არ გაინტერესებთ? - ზერო"  - რას აცხადებენ შსს-ში მომხდარზე?

"ის, რომ "თამარი შარშია" ჩემგან არ თქმულა" - რა განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ?

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე