ავტორი:

როგორია ეპიდვითარება ლილოს ბაზრობაზე - "აღებულია 2500-2700 ნიმუში, დასაქმებულთა ტესტირება სრულად მოხდება"

როგორია ეპიდვითარება ლილოს ბაზრობაზე - "აღებულია 2500-2700 ნიმუში, დასაქმებულთა ტესტირება სრულად მოხდება"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე 6000 ადამიანი მუშაობს და მათი ტესტირება სრულად მოხდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეის მდგომარეობით ლილოს ბაზრობაზე ჯამში 2500-2700 ნიმუშია აღებული.

„ჩვენ ახლა სრულ სკრინინგს ვაწარმოებთ ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოს ბაზრობაზე. ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე კლასტერი გადაიკვეთა, ეს არის გაჩიანის და კიდევ ერთი ოჯახის კლასტერი. ამიტომ ლილოს ბაზრობა სრულად იკვლევა, დღესაც 700-მდე ნიმუში იქნა აღებული, ერთად აღებულია 2500-2700 ნიმუში და ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში ლილოს ბაზრობა სრულად მოვიცვათ. რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ბაზრობებს, მათი კვლევის მიდგომაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

"ჩემი პროგნოზია, რომ საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება კორონავირუსის მკვეთრ მატებას" - თენგიზ ცერცვაძე

"ეს არის სერგეენკოს და გარკვეულწილად "ავერსი ფარმას" ბრალი" - რატომ დაუპირისპირდა თენგიზ ცერცვაძე დავით სერგეენკოს?

პოლიცია დედოფლისწყაროში მცხოვრებ ორ მოზარდს ეძებს