ავტორი:

5 ახალი ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის შემთხვევების უახლესი მონაცემები

5 ახალი ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის შემთხვევების უახლესი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 935-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 6489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და ამ დროისათვის კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ეზუგბაიას განმარტებით, დანარჩენი 3 დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, მათ შორის 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„დაგვემატა 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეს გვყავს 1 160 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 6-ით და დღეს არის 935 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 246 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 ახალი პაციენტიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 2 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენ გუშინ გვყავდა 41 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 1 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყოლია და ამ ეტაპზე გვყავს 42 დადასტურებული პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი, დაზიანებული გზები და 10-მდე წაღებული ხიდი - ფოტოები ონიდან, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანია - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

მდინარე ლათქიშორას ადიდების შედეგად, ონის სოფელ ღებში მისასვლელი გზა დაიტბორა - რა ვიდეოს აქვეყნებს ადგილობრივი