ავტორი:

"თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი... იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი" - ანა დოლიძე

"თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი... იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი" - ანა დოლიძე

მოძრაობა "ხახლისთვის" დამფუძნებლის ანა დოლიძის განცხადებით, ის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იყრის კენჭს. შესაბამისი განცხადება დოლიძემ სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, დიდუბე-ჩუღურეთს ახალი ტიპის პოლიტიკოსი სჭირდება. როგორც დოლიძემ აღნიშნა, იქ არსებულ გამოწვევებს საკუთარი შესაძლებლობით მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი ვერ უპასუხებს.

"დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, ზუსტად პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი. რატომ? იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი.

დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი.

21-ე საუკუნეში დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები. ტექნიკური შესაძლებლობებით ჩვენ დღეს გვჭირდება IPhone 11 მაშინ როდესაც გვაქვს ფანრიანი ტელეფონი" - განაცხადა ანა დოლიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - კონგრესმენების სკანდალური წერილი; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

ლილოს ბაზრობაზე გამოკვლეული 3 800-მდე ადამიანიდან კორონავირუსი 5-ს დაუდასტურდა - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე მე-2 ტალღის შესახებ