ავტორი:

"23 წლის გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - რუსთავში მომხდარი სკანდალური ფაქტის დეტალები

"23 წლის გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - რუსთავში მომხდარი სკანდალური ფაქტის დეტალები

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა წყვილის საქმესთან დაკავშირებით AMBEBI.GE-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ჩვენი ინფორმაციით, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით ახალგაზრდა წყვილმა თ. ე-მ და ე.ნ-მ, რუსთავში მოღვაწე ჩინელ ბიზნესმენს, შანტაჟის გზით, თანხა გამოსძალეს.

კერძოდ, ახალგაზრდა ქალი ჩინელ ბიზნესმენს იმ სექსუალური შინაარსის ვიდეოთი აშანტაჟებდა, რომელიც მისმა ე.წ. ქმარმა ე.ნ-მ გადაიღო. ე.ნ-ს ადვოკატი ანი კეკენაძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ქალის თ.ე-ს მხრიდან წლების განმავლობაში ზეწოლის, შანტაჟის, მუქარისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და მისი წყალობით ის ციხეში ერთხელ უკვე მოხვდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა 23 წლის თ.ე- სამი წლის წინ, სოციალური ქსელით გაიცნო და ურთიერთობა დაამყარა. მას, იმ დროისთვის ცოლ-შვილი ჰყავდა და მეუღლე მეორე ბავშვს ელოდებოდა. ახალგაზრდა ქალი ე.ნ-ს მეუღლესთან მივიდა, უამბო მათი ურთიერთობის შესახებ და მეტი დამაჯერებლობისათვის სექსუალური შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები და ფოტოები აჩვენა.

მეუღლემ ე.ნ. მიატოვა, მეორე ბავშვზე მშობიარობის შემდეგ, ორ თვეში კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ე.ნ. ძვირადღირებულ ავტომანქანას ფლობდა და თ.ე-მ მისი დაუფლების მიზნით, ოჯახური ძალადობის სცენა გაითამაშა და მამაკაცი დააჭერინა. ქალმა შემდეგ ციხეში მიაკითხა და უთხრა, რომ მისგან ბავშვს ელოდებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთწლიანი სასჯელი მოიხადა და გათავისუფლების შემდეგ, კვლავ თ.ე-თან ერთად დაიწყო ცხოვრება, თუმცა ქალის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც, ახლა უკვე მან უჩივლა.

ჩვენი სარჩელის შეტანის შემდეგ, სამართალდამცავებს უკვე ქალმა მიაკითხა და პირიქით, კაცს დასდო ბრალი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, ამასთანავე მოითხოვა ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა. სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთან ერთად თ.მ. ე.ნ-ს რკინის ხელკეტის მეშვეობით, რუსთავში თოდრიას ქუჩაზე კუთვნილი ავტომობილი დაუმტვრია. ე.ნ-მ მისი ქმედება მობილურით გადაიღო, თან მოწმეც ჰყავდა, ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნულ ქუჩაზე მამასთან ერთად იმყოფებოდა“, - აცხადებს ანი კეკენაძე.

ადვოკატის მტკიცებით, ჩინელი ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვის სქემა, სწორედ ქალის მიერაა შემუშავებული და ე.ნ. მან, მუქარით აიძულა ვიდეო გადაეღო. როგორც ის ამბობს, 23 წლის გოგონა მეგობარ მამაკაცს ემუქრებოდა, რომ თუ მის ნათქვამს არ შეასრულებდა, შვილს მოუკლავდა.

გოგონა ყოფილი სპორტსმენია, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი აღნაგობა აქვს, ის ოჯახის წევრებთან ერთად რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა, რომლის თანამფლობელიც ჩინელი ბიზნესმენი იყო. ქალი, მამაკაცს დაუახლოვდა და ერთ საღამოს, მასთან ერთად ავტომანქანაში განმარტოვდა. საქმის მასალებში დევს დაზარალებული ბიზნესმენის გამოკითხვის ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მან ქალს სასტუმროში წასვლა შესთავაზა, თუმცა ქალმა უარი უთხრა და სთხოვა იაღლუჯის მთაზე ასულიყო მანქანით, სიბნელეში გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მათ თავზე დაადგათ, ყვიროდა, ჩხუბობდა, კაცს ხელი ჰკრა, თან მობილური ტელეფონით ვიდეოს უღებდა.

მოგვიანებით, მას ქალი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას "ქმარი სცემდა და ინტიმური ვიდეოს გასაჯაროებით იმუქრებოდა", თუ ბიზნესმენი, თანხას არ გადაუხდიდა, თან ამის დასამტკიცებლად ვიდეო ჩაუგდო, სადაც თითქოსდა თვალები ჰქონდა ჩალურჯებული. მეორე ვიდეოც გაუგზავნა, სადაც ჩანდა, თითქოს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა ქმარმა, სინამდვილეში მან თვალებზე მუქი ფერის ტონი წაისვა, თითქოს სილურჯეები აქვს, მუცელზე კი წითელი პომადა წაისვა და მეტი დამაჯერებლობისთვის ბინტით გადაიხვია.

ბუნებრივია ბიზნესმენი შეშინდა, მას მეუღლე ჰყავს და თან კოლეგებთან ამ ამბის და ინტიმური ხასიათის ვიდეოს გასაჯაროება არ სურდა, სწორედ ამიტომ ქალს 15 ათასი დოლარი გადაუხადა, თუმცა შანტაჟი მისი მხრიდან არ შეწყდა და ბიზნესმენმა დახმარებისთვის უკვე პოლიციას მიმართა. ქალმა აღნიშნული თანხით და კიდევ იმ მანქანის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით, რომელიც მან ე.ნ-ს გამოსძალა, ბინა შეიძინა და ე.წ. ქმართან კონტაქტი გაწყვიტა. ე.წ. ქმარს იმიტომ ვამბობ, რომ ოფიციალურ ქორწინებაში ისინი არ არიან.

საქმეში არის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები, თუ როგორ ესაუბრება ქალი თანხის გამოძალვის მიზნით, ჩინელ მამაკაცს და როგორ ეუბნება, რომ ამას ქმარი აიძულებს, ტირის და ასე ცდილობს მასზე ზეწოლას, თან სთავაზობს თუ არ გჯერა ბავშვს დავიტოვებ, მომეცი თანხა, წავუღებ ჩემს ქმარს, ვიდეოს გადავიღებ, რომ მართლა მას მივუტანეო და მერე მომეცი ბავშვი. ამ ყველაფერს მაშინ ეუბნება, როდესაც ბიზნესმენს ეჭვი შეაქვს, რომ ქალიც გარეულია ამ საქმეში და მხოლოდ კაცი არ აშანტაჟებს“, - აცხადებს ადვოკატი ანი კეკენაძე.

როგორც ცნობილია, დაკავებული გოგონა ბრალს აღიარებს, ხოლო მამაკაცი - არა. მომხდარ საქმესთან დაკავშირებით შსს-მ ძიება სამი მუხლით დაიწყო, ესენია სსკ-ის 126-ე მუხლი (ძალადობა), 157-ე მუხლი (ანგარებით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფა) და 181-ე მუხლი (გამოძალვა).

"ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში" - რას ამბობს გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის მდგომარეობაზე?

ქობულეთში პოლიციელი დაჭრეს - დაკავებულმა საგზაო წესები დაარღვია და ადგილზე მისულ სამართალდამცავებს არ დაემორჩილა

"თქვა, რომ ბუსა ჟვანიას გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა" - რა ჩვენება მისცა ლევან თოფაძემ გამოძიებას