ავტორი:

ლიკანში სამგზავრო მიკროავტობუსი და საბარგო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავებულია 10 ადამიანი

ლიკანში სამგზავრო მიკროავტობუსი და საბარგო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავებულია 10 ადამიანი

ბორჯომში, ლიკანის დასახლებაში ავარია მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და საბარგო ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულებიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდათ. ისინი ბორჯომის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ახალი ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის შემთხვევების უახლესი მონაცემები

გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი, დაზიანებული გზები და 10-მდე წაღებული ხიდი - ფოტოები ონიდან, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან