ავტორი:

2-თვიანი კოსმოსური ვოიაჟის შემდეგ, მასკის ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა - გაიცანით  ასტრონავტები, რომლებმაც ისტორიული მისია შეასრულეს

2-თვიანი კოსმოსური ვოიაჟის შემდეგ, მასკის ხომალდი დედამიწაზე  დაბრუნდა - გაიცანით  ასტრონავტები, რომლებმაც ისტორიული მისია შეასრულეს

SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა. BBC-ის ინფორმაციით, ასტრონავტები დაგ ჰარლი და რობერტ (ბობ) ბენკენი დედამიწაზე კოსმოსურ სადგურზე ორთვიანი ყოფნის შემდეგ დაბრუნდნენ.

ეკიპაჟის წევრებმა Crew Dragon-ი ფლორიდის სანაპიროსთან, ოკეანეში წარმატებით დასვეს.

Good splashdown of Dragon confirmed! Welcome back to Earth, @AstroBehnken and @Astro_Doug! pic.twitter.com/0vAS3CcK9P
— SpaceX (@SpaceX) August 2, 2020

SpaceX-სა და NASA-ს საერთო პროექტი წარმატებული აღმოჩდა. როგორც უცხოური მედია წერს, ეს ამერიკული კოსმოსური პროგრამის ახალი ეპოქის დასაწყისია. Crew Dragon-ის კოსმოსში გაშვება ისტორიული მოვლენა იყო, რადგანაც პირველად მოხდა, რომ კოსმოსში ადამიანები კერძო კომპანიის მიერ აგებული ხომალდით წავიდნენ, გარდა ამისა, 2011 წლის შემდეგ, პირველად წავიდნენ ადამიანები ღია სივრცეში აშშ-ის მიწიდან.

SpaceX-სა და NASA-ს ერთობლივი მისიის წარმატებით დასრულება შესაძლებლობას იძლევა, რომ მალე კოსმოსურ სადგურზე რეგულარული ფრენები დაიწყოს.

• NASA-მ უმნიშვნელოვანესი მისიისთვის გამოცდილი ასტრონავტები შეარჩია, რომლებზეც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორია დაწერეს. უკეთ გავიცნოთ ისინი.

რობერტ ბენკენისა და დუგლას ჰარლისთვის ეს არ ყოფილა კოსმოსში პირველი მოგზაურობა. ისინი ორ-ორჯერ მონაწილეობდნენ წარსულში NASA-ს კოსმოსურ მისიებში. რობერტი და დუგლასი წლებია ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან და აღსანიშნავია, რომ მათ ცოლებიც ასტრონავტები ჰყავთ.

• დუგლას ჰარლი

ის ნასა-ში 2000 წლიდან მუშაობს და აქამდე კოსმოსში ორი ფრენა ჰქონდა შესრულებული - 2009 და 2011 წელს. ნიუ-იორკელი დუგლასი პროფესიით ინჟინერია, ასევე არის პროფესიონალი პილოტი - მას დამთავრებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სკოლა, მუშაობდა შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში საცდელ ფრენებზე.

ჰარლი 53 წლისაა. ის ნასა-ს ასტრონავტთან გუნდს 2000 წლიდან შეუერთდა.

• რობერტ ბენკენი

ჰარლის მსგავსად, ბენკენმაც აქამდე ორჯერ იფრინა კოსმოსში - 2008 და 2010 წლებში. ის მისიების ხელმძღვანელი იყო. პროფესიით ინჟინერია და ვაშინგტონის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

49 წლის ბენკენი მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს შეუერთდა და მალევე ნასას ასტრონავტთა კანდიდატი გახდა.

"ჩემი პირველი ფრენის დროს მე არ მყავდა შვილი, ახლა კი აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ შევძლებ მისიის შესახებ მას ვუამბო და ყველაფერი გავუზიარო“, - თქვა ბენკენმა კოსმოსში dragon crew-თი გაფრენამდე.

როგორც BBC წერს, ორივე ასტრონავტს ასევე ასტრონავტი ცოლები ჰყავთ. ჰარლის ცოლმა ორჯერ იფრინა კოსმოსში. წყვილს 10 წლის ვაჟი ჰყავს.

ბენკენი ასტრონავტ მეგან მაკარტურზეა დაქორწინებული. კოსმოსის ღია სივრცე არც მისთვისაა უცხო. მან 2009 წლის მისიის დროს იფრინა.

აღსანიშნავია, რომ ის NASA-ს ასტრონავტთა კორპუსის ყველაზე აქტიური წარმომადგენელია და არის პოტენციური კანდიდატი იმისა, რომ გახდეს პირველი ქალი, რომელიც მთვარეზე დადგამს ფეხს. NASA 2024 წლის მთვარეზე დაგეგმილი მისიისთვის მის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს. წყვილს ჰყავს 6 წლის ვაჟი, თეო.

ჰარლი, ბენკენი, ნაიბერგი და მაკარტური ასტრონავტის პროფესიას ერთად სწავლობდნენ 2000 წლიდან. მათ ერთმანეთის ქორწილებიც არ გამოუტოვებიათ.

ჰარლი და ბენკენი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. ბენკენმა CNN-ს კოსმოსში წასვლამდე უთხრა, რომ შეუძლიათ, სხეულის ენით, უსიტყვოდ გაუგონ ერთმანეთს.

"როცა რაიმეს ვაკეთებ, უბრალოდ შევხედავ და მისი სახით ვხვდები, რაიმე არასწორად გავაკეთე, თუ კარგად“ - ამბობს ჰარლი ბენკენის შესახებ.

ორივე მათგანი შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში საცდელ ფრენებზე მუშაობდა. ისინი ბოლო ორი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ ილონ მასკის კომპანიასთან, Space X-თან და ემზადებოდნენ მისიისთვის, სწავლობდნენ ყველა დეტალს ახალი თაობის კოსმოსური ხომალდის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში NASA კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაშვებად რუსულ Soyuz-ზე იყო დამოკიდებული. Crew Dragon-ის მისიის სრულად წარმატებით შესრულების შემდეგ, კომპანია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რეგულარულ ფრენებს დაიწყებს.

ძლიერი აფეთქება ბეირუთში - დაშავებულთა რიცხვი დიდია

ელენ დეჯენერესს თანამშრომლები დამცირებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ -  "ელენის შოუ" შესაძლოა დაიხუროს

"არ არსებობს  საშუალება, რომელიც კორონავირუსის პრობლემას გადაჭრის და ასეთი საშუალება, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს" - ჯანმოს ხელმძღვანელი