ავტორი:

"გუშინ წავიკითხე ბატონი გოგის განცხადება... ცოტა დავმშვიდდი" - ნინო ქადაგიძე თოფაძეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

"გუშინ წავიკითხე ბატონი გოგის განცხადება... ცოტა დავმშვიდდი" - ნინო ქადაგიძე თოფაძეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ნინო ქადაგიძე-ჟვანია გოგი თოფაძეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ბუსა ჟვანიას დედამ ყოფილი პარლამენტარის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა.

"გუშინ წავიკითხე ბატონი გოგის განცხადება და ძალიან მადლიერი ვარ მისი ამ განცხადებისთვის, ცოტა დავმშვიდდი... ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ბუსა სასჯელს იმსახურებს, თუმცა აუცილებელია ადეკვატური სასჯელი იყოს.

ჩემსა და გოგი თოფაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ალბათ უახლოეს პერიოდში პირადადაც შევხვდები. ჩემი შვილიც ადამიანია და მასაც აქვს თავისი რაღაცები. დიდი იმედი მაქვს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდება"- განაცხადა ნინო ქადაგიძემ "კურიერთან" საუბრისას.

გუშინ გოგი თოფაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ნინო ქადაგიძეს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, რადგან მისი შვილიშვილი უკეთაა, „სიფიცხემ გაუარა“.

"ქალბატონმა ნინომ დამირეკა, მას რას ვერჩი... იმ დროს პოლიციაში ვიყავი და ჩემი დაკითხვა მიდიოდა. ვუთხარი, საღამოს დამირეკეთ, სახლში ვიქნები-მეთქი, ვიცნობ ამ ქალბატონს, რა უნდა ვუთხრა, რა უნდა ვქნა? პოლიციაში ის ვთქვი, რაც იყო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სასჯელის ზომის ასე აწევა ჩემი სურვილი არ ყოფილა, არ წავალ ამაზე თანახმა. მეგონა, ბავშვი კვდებოდა, გამწარებული ვიყავი და რა მოხდა და რატომ გადაწყვიტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრალი.

რა ვუქნა იმას, რაც ჩვენებაში მიწერია და რაზეც ორჯერ მომაწერინეს ხელი? პირველი 2 დღე გიჟად ვიყავი და ის დავწერე, რაც რეალურად ვიცოდი. ვიცნობ დედამისს, კაი ქალია, ტირის, მაგრამ რა ვქნა?

ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სადღაც მენახა, იქნება მომეკლა კიდეც, მაგრამ ახლა ლევანი უკეთესობისკენაა და სიფიცხემ გადამიარა. მთვრალი იყო ისიც, ჩემი შვილიშვილიც, იმას ის გოგო მოსწონდა, ჩემსას იმ ქალთან ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ ჟვანიას რა და როგორ მოეჩვენა, არ ვიცი. ყველანი, ვინც იქ იყვნენ, ლევანიკოს თანაკლასელები არიან, ის გოგონაც. შევხვდები დედამისს, დაველაპარაკები... რომ გავიგე 15 წელიო, შემეცოდა, კაცო, ის ბიჭი და დედამისი" - განაცხადა გოგი თოფაძემ.

ცნობისთვის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს

"გადაღების წინ 40 დღე ჩაიკეტა, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა..." - რას იხსენებენ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან მისი მეგობრები და კოლეგები?

"კახი ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო... მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ" - რა განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილი?