ავტორი:

მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, რა დახმარებას მიიღებენ სტუდენტები?

მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, რა დახმარებას მიიღებენ სტუდენტები?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლამდე ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.

გახარიას თქმით, კრიზისის პერიოდში ბავშვების სოციალური დახმარების კუთხით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

„ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლამდე ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლამდე ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 000 ქულამდე კატეგორიაში, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას.

პრემიერის თქმით, ამავე კატეგორიის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

პრემიერის განცხადებით, ასეთი შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.

პრემიერის ინიციატივა - სიმსივნის მკურნალობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსება 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება

"იმათ, ვინც ბავშვების 200-ლარიანი დახმარების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაბამისი უწყებები მიხედავენ" - გახარია

"თითოეულ  ონკოპაციენტს მიეცემა შესაძლებლობა ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, ყველანაირი პირადი გადასახადების გარეშე" - გახარია