ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საცოლის დაბადების დღე გერმანიაში, მის დაქალებთან ერთად აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საცოლის დაბადების დღე გერმანიაში, მის დაქალებთან ერთად აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ცოლმა ნეკა დოროყაშვილმა ძალადობის გამო უჩივლა. ფაქტი კარანტინის დროს მოხდა და ჩოგბურთელი იძულებითი შესვენების გამო, სამშობლოში იმყოფებოდა. ყოფილი ცოლი ბავშვის წამოსაყვანად ბასილაშვილების ოჯახში მივიდა და, დოროყაშვილის მტკიცებით, სწორედ მაშინ მოხდა ძალადობის ფაქტი.

სასამართლოს დავის დაწყებისას საზოგადოებისთის ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი კარანტინის დღეებს სამშობლოში საყვარელ ქალთან ერთად ატარებდა. ჩოგბურთელის ახალი რჩეული გერმანელი კოლეგა შარლოტა ჰელენა აღმოჩნდა. სასიყვარულო სამკუთხედი - ყოფილი ცოლი, ყოფილი ქმარი და მისი ახლანდელი შეყვარებულის ისტორია საზოგადოებისთვის ერთგვარ სერიალად იქცა.

შარლოტა ჰელენა საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობდა და ამის შესახებ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზეც არაერთხელ დაწერა. ივლისის ბოლოს კი კორონავირუსს მადლობა გადაუხადა, რომ საქართველოში მოუწია კარანტინის გატარება და შეყვარებულთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ღიად ახალი სიყვარულის შესახებ მედიასთან არ უსაუბრია. უფრო მეტიც, სკანდალურ პროცესამდე ყოფილ ცოლთან განშორებასაც მალავდა.

გუშინ გერმანიაში ბასილაშვილმა საცოლის მეგობრებთან ერთად შარლოტას იუბილე აღნიშნა.

შეგახსნებთ, რომ ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე პროცესი აგვისტოს ბოლოს არის ჩანიშნული. უცნობია დაბრუნება თუ არა ჩოგბურთელი სამშობლოში პროცესზე დასასწრებად. ამ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოსგან გირაოთია გათავისუფლებული.