ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კორონავირუსს მადლობას უხდის - რას წერს შარლოტა ჰელენა საქართველოს დატოვების შემდეგ

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კორონავირუსს მადლობას უხდის - რას წერს შარლოტა ჰელენა საქართველოს დატოვების შემდეგ

"მადლობა კორონა იმ დროისთვის, რაც ამ ადამიანებთან ერთად გავატარე", - ამ სიტყვების ავტორი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული შარლოტა ჰელენაა, რომელიც "ინსტაგრამზე" ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ფოტოს აქვეყნებს.

სურათზე შარლოტა ჰელენა შეყვარებულ ნიკოლოზ ბასილაშვილთან, ჩოგბურთელის ძმა - თენგო ბასილაშვილთან და ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან ერთად არის გადაღებული. შარლოტა საქართველოს პანდემიის დროს ესტუმრა და ალბათ ნაკლებად მოექცეოდა ყურადღების ცენტრში, რომ არა ბასილაშვილის პირველი ცოლი ნეკა დოროყაშვილი.

ქალმა ყოფილი მეუღლე ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. მედიაში ჯერ კიდევ მაშინ წერდნენ, რომ ბასილაშვილს პირველმა ცოლმა ახალი შეყვარებული არ აპატია, რომელიც კარანტინის დღეებს საქართველოში, მომავალ ქმართან ერთად ატარებდა.

შარლოტა ჰელენა გერმანელი ჩოგბურთელია. მან საქართველო ბასილაშვილთან ერთად 20 ივლისს დატოვა, რომელიც ამერიკის ღია ჩემპიონატზე გაემგზავრა. დოროყაშვილი-ბასილაშვილის სკანდალური პროცესი 24 აგვისტოს არის ჩანიშნული. ქალი ყოფილ ქმარს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ხოლო ჩოგბურთელის მხარე დოროყაშვილს ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ფულის გამოძალვაში სდებს ბრალს.

ქართველი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო

"რას აჩენდა 5 შვილს? ბავშვები მეცოდებიან... თავხედი! თუ კვდები, შვილების ყურებით მაინც ამოგხდეს სული" - ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ დასასრულზე

ქეთა თოფურია საყვარელ მამაკაცთან ერთად საფრანგეთში ისვენებს - რუსული ბომონდის არდადეგები კარანტინის შემდეგ