ავტორი:

"გადავრჩით... ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე

"გადავრჩით... ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე

ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბუსა ჟვანიას დედამ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ დაზარალებულის ოჯახს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რის შემდეგაც დაჭრილის ბაბუამ გოგი თოფაძემ AMBEBI.GE-სთან განაცხადა: "ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება".

როგორც გავარკვიეთ, ბიზნესმენი და ყოფილი პარლამენტარი ბუსა ჟვანიას დედას ნინო ქადაგიძეს უკვე შეხვდა. საუბრის შინაარსი უცნობია, თუმცა შეხვედრის შემდეგ ლევან თოფაძის ბაბუა ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის ბრალის დამძიმება საქმის მასალებიდან გამომდინარე მოხდა და არა იმიტომ, რომ თოფაძეებმა მოითხოვეს.

AMBEBI.GE დაჭრილი ლევან თოფაძის ბაბუას, გოგი თოფაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო გოგი, როგორია ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- გადავრჩით, ლევანიკო უკეთაა. ხვალ, ან ზეგ საავადმყოფოდან გაწერენ და შინ გავაგრძელებთ მკურნალობას.

- ქალბატონ ნინოსთან რაზე ისაუბრეთ და მოილაპარაკეთ?

- ქალბატონ ნინოს შევხვდი, ვილაპარაკეთ, მაგრამ რაზე, ამას ვერ გეტყვით. მითხრეს, არ ილაპარაკოო და არ ვიტყვი, საიდანაც არ უნდა მომიდგეთ.

გორში დაკარგული გოგონა იპოვეს - ის, სავარაუდოდ, ოჯახის შექმნის მიზნით მოიტაცეს

თბილისში 4 წლის ბიჭუნა გატაცებას მეზობლების წყალობით გადაურჩა - "რუსთავი 2"

"პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე" - ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, გარდაცვლილ პროგრამისტს ეკუთვნის