ავტორი:

"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე

"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე

ფილოსოფოსი და თსუ-ს პროფესორი, ლელა გაფრინდაშვილი ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

იგი გოგი თოფაძის შვილიშვილს გამოჯანმრთელებას ულოცავს და აქცენტს აკეთებს გოგონაზე, რომლის შესახებაც მედიაში გავრცელდა.

"ლევან თოფაძის გადარჩენას და შინ დაბრუნებას ვულოცავ ყველა მის ახლობელს და ნინო ჟვანიას, რომლის პოზიცია გამორჩეულად ღირსეული იყო ამ დღეებში.

ბესარიონ ჟვანიასაც ვულოცავ, მჯერა, რომ ეს ამბავი შეცვლის და განავითარებს მას პერსონალურად, როგორც ადამიანს და პიროვნებას, დაანახვებს და განაცდევინებს საკუთარ დანაშაულს.

მე მას არ ვიცნობ. სულ ერთხელ შევხვდი, უნივერსიტეტში, 1 საათით საქმიან თემაზე სასაუბროდ და არასოდეს დამავიწყდება მისი დაინტერესებული და მშფოთვარე მზერა.

ლევან თოფაძეს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენჯერმე შევსწრებივარ მის ქებას. ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი პაპამისს ამ დღეებში.

იმ გოგონასაც ვულოცავ, რომლის მხოლოდ ფოტო გვაჩვენა მედიამ, როგორც ნატურმორტი. მასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს მართლა უსულო საგანი არ ეგონოს და ადამიანად ჩათვალონ. ეს ხმის ამოღება უმნიშვნელოვანესია მისთვისაც და ყველა იმ გოგონასთვის, რომელსაც ჯერ არ "გაუღვიძია!"

საბოლოოდ კი ლევან თოფაძის გადარჩენას ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ადამიანია მგლების ხროვაში" - წერს გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორ ცხოვრობს თაკო გაჩეჩილაძე და როგორ ზრდის ორ შვილს - ქართველი მომღერლისა და  ბულგარელი მუსიკოსის ოჯახური ფოტოები

"მარტო თუ ხარ, შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი, უნდა ელოდო 1 წელი როდის გავა, იმიტომ რომ თეას ასე ნებავს..." - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი წულუკიანზე

ყაზბეგში ყუროს მთის კლდოვანი ნაწილი ჩამოიშალა  -  ფოტოები "ფეისბუქიდან"