ავტორი:

reuters: ჩინეთში ეკვადორიდან იმპორტირებულ  კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა

reuters: ჩინეთში ეკვადორიდან იმპორტირებულ  კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა

reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით მოსალოდნელ საშიშროებაზე წერს - ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე ანჰუის პროვინციაში, გაყინულ კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოაჩინეს. მსგავსი შემთხვევა, რომ ვირუსი გაყინულ პროდუქტებში აღმოჩენილიყო, ჯერ არ დაფიქსირებულა.

გაყინული კრევეტები ქალაქში მდებარე რესტორანმა Wuhu - მ შეიძინა. COVID-19-ის ახალი სახეობა კი მათ ერთ-ერთი რუტინული შემოწმების დროს აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც ჩინეთში შეზღუდვები მოიხსნა, საკვებ ობიექტებს დაეკისრათ ვალდებულება, რომ ნებისმიერი შეძენილი საკვები ლაბორატორიულად შემოწმდეს.

საგანგაშო ამბავი აღმოსავლეთ შანდონგის პროვინციის საპორტო ქალაქში იმპორტირებული პროდუქტების ჩამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ გახდა ცნობილი. ცნობილია, რომ კრევეტები ეკვადორიდან შემოიტანეს, სხვა დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.

რესტორნის მფლობელების განცხადებით, დაბინძურებული პროდუქტები მზარეულებს არ გამოუყენებიათ. ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებამდე კრევეტები საყინულეში, დალუქულ მდგომარეობაში ინახებოდა.

რესტორნისა და პორტის თანამშრომლებს, ასევე იმ პირებს, რომლებსაც ინფიცირებულ საკვებთან უშუალო შეხება უწევდათ, კვლევები ჩაუტარდათ. არც ერთ მათგანს COVID-19 არ დაუდასტურდა.

ითვლება, რომ კორონავირუსი, რომელიც იწვევს რესპირატორულ დაავადებას, გასული წლის ბოლოს, ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უჰანში ზღვის პროდუქტებისა და ველური ბუნების ბაზრიდან გავრცელდა.

მას შემდეგ, რაც COVID-19-ით დაინფიცირების ტალღამ ჩინეთში მეორედ იფეთქა, ხორცისა და ზღვის პროდუქტების კონტეინერების ინტენსიური გამოკვლევა დაიწყო.

ოფიციალური ეკვადორი კვლევებს აწარმოებს. მხარეები აცხადებენ, რომ მათ შორის სავაჭრო ურთიერთობა არ შეფერხდება და ჩინეთის ბაზრისთვის მიყენებულ ზარალს ეკვადორი აანაზღაურებს.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი