ავტორი:

რა ქონებას ფლობს საჯარო მოხელე, რომლის ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერის ერთად აღებულ ხელფასზე მაღალია

რა ქონებას ფლობს საჯარო მოხელე, რომლის ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერის ერთად აღებულ ხელფასზე მაღალია

საქართველოში მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელეებად ითვლებიან. მათი ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტისა და პრემიერის ხელფასსაც აღემატება.

მათ შორის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კახა ბექაურის მიერ 2020 წლის 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან 2019 წელს მარეგულირებელი კომისიის თამჯდომარის პოზიციაზე შემოსავლის სახით - 202 764 ლარი აიღო.

როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ბექაური ფლობს 66,12 კვ. მეტრი ფართობის ბინას ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს აქვს შეძენილი; 50000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს ახმეტის მუნიციპალიტეტში, რომელიც ასევე 2019 წელს აქვს ნაყიდი; ყვარლის რაიონში, 2020 წელს შეძენილი ორი მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს. მის საკუთრებაშია ასევე: 2018 წელს შეძენილი 180 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში; 44,05 კვ. მეტრის ბინა და 17,5 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხი დუშეთის რაიონში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში - 75 307 ლარი; 479 041 დოლარი; 11 113 ევრო და 14 993 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა...წაიკითხეთ სრულად

"პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას?!" - როგორ ეხმიანებიან ოპოზიციაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს

"ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან" - როგორ ეხმაურებიან გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს "ფეისბუქში"

"გვაქვს ინფორმაციები, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამს" - მამუკა მდინარაძე