ავტორი:

"ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან" - როგორ ეხმაურებიან გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს "ფეისბუქში"

"ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან" - როგორ ეხმაურებიან გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს "ფეისბუქში"

"ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს ესაუბრება და მისთვის სოციალურ ქსელში არასასურველი კომენტარის ავტორის დასჯას ითხოოვს, "ფეისბუქში" საზოგადოების მხრიდან ფართო რეზონანსი მოჰყვა.

  • ვნახოთ სოციალური ქსელებიდან ზოგიერთი გამოხმაურება:

არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი ციხის კადრების შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა მომხდარს "სისტემური კრახის" კვალიფიკაცია მისცა. ის არ გადამდგარა, მაგრამ მოცემულობა აღიარა. განსხვავება იმ მოცემულობას და დღევანდელს შორის, ცხადია, არის როგორც შედეგებით, ასევე მოცვით, მაგრამ... რადგანაც დღეს სხვა პოლიტიკურ ეპოქაში ვცხოვრობთ და სხვა მოთხოვნები გვაქვს, პასუხისმგებლობებიც შესაბამისი უნდა იყოს.

ახლა, პოლიტიკური ლეგიტიმაციისათვის, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან დროულად, რადგან, ვშიშობ, რომ ეს ამით არ დასრულებულა და შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

რაც შეეხება შესაძლო გამავრცელებლებს, პირადად, მე, სამი ჰიპოთეტური ვარიანტი მაქვს: ან გახარია ან გოგაშვილი ან კობახიძე. სამივე დღევანდელი ხელისუფლების პროდუქტია, რომლებსაც ძალაუფლება შეუსუსტდა, ან დაკარგა.

ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად უფრო უარესი ისტორიები შეიძლება უახლოეს პერიოდში გავრცელდეს. ამიტომ, სანამ ისეთ ჭაობში აღმოვჩნდებით, რომ არსებობისაც კი შეგვრცხვეს, ყველაზე გონივრულია, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და არჩევანის მიხედვით, მცირედად მაინც გაჩნდეს პოლიტიკური ლეგიტიმაციის პირობა, რაც დღეს პრაქტიკულად არ არსებობს.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები, როგორც პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტი, გარდა იმისა რომ ბოროტებაა, პრაქტიკული გაგებითაც სახიფათოა ინიციატორისთვის, რადგან რაღაც ეტაპზე აუცილებლად გამოჩნდება სისტემის საშუალო რგოლში ვინმე განაწყენებული, რომელიც ან დაზღვევის, ან გამორჩენის მიზნით ამას შენს წინააღმდეგ გამოიყენებს.არ დამიჯერა...ახლა იმაზე საუბარი, ეს 2012-მდე იყო თუ შემდეგ, ფალსიფიცირებულია, თუ არა, უბრალოდ წყლის ნაყვაა, რადგან ვინც მაშინ გვეჯდა ყურზე ისევ ის გვაზის, ისევე როგორც მურუსიძე გვასამართლებდა მაშინაც და ახლაც.

დავით ზურაბიშვილი, ექსპერტი: კი გამომაცხადეს ნაცებმა ქოცების გამპრავებლად, რახან ვფიქრობ, რომ ძველი ჩანაწერია ეს, როცა ჩუბინიძე და გომელაური ბიძინას დაცვაში მსახურობდნენ, ხოლო ღარიბაშვილი ქართუს ფონდის უფროსი იყო და სოლოლაკის ბიზნესცენტრში იჯდა. ასევე მგონია, რომ ამ ჩანაწერის ახლა გამოქვეყნება არ შეუწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგს და მხოლოდ გაამწვავებს პოლარიზაციას, მაგრამ რახან ჩვენთან ბევრს აქვს წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა, მაინც ცალსახად მინდა დავაფიქსირო:არავითარი მნიშვნელობა არა აქვს როდის და რანაირად დამონტაჟებულია ეს ჩანაწერი.

ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, არც ირაკლი ღარიბაშვილს, არც ანზორ ჩუბინიძეს და არც ვახტანგ გომელაურს (თუ ის ჩანაწერში მოხსენიებული ვახოა) არა აქვთ არანაირი მორალური, პოლიტიკური თუ ლეგიტიმური უფლება საერთოდ ეკავოთ რაიმე სახელმწიფო თანამდებობა. ისინი აუცილებლად უნდა გადადგნენ, თუ რაღაც მინიმალური მორალური სტანდარტის მაგვარი გვინდა გვქონდეს ამ სახელმწიფოში.

პაატა ბურჭულაძე, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი: ვინც ჯერ კიდევ ფრთხილობდით, დღეს ხომ უკვე ყველანი დარწმუნდით, რომ ცუდზე და უნიათოზე აღარ გადის ზღვარი. ქვეყანა ჩავარდნილია მანიაკების ხელში. ყველამ ამოვიღოთ ხმა! ქართველი ხელოვანები და ყველა პროფესიის ადამიანები უნდა გავერთიანდეთ, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გაგვიკეთებს, სხვა ვერ შეგვიცვლის ამ საგანგაშო ვითარებას! საქართველო გადასარჩენია!”- წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც მათივე ცნობით, ბერა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი. აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერა სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების დაწერის გამო, სავარაუდოდ, მოზარდის დასჯას ითხოვს.

აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის 2010 წლის ჩანაწერი.

"ეს არის 2010 წლის ჩანაწერი. ხაზს ვუსვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში. არაერთ, შეიძლება ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ჩვეულებრივი "კაგებეს“ მეთოდებით, "კაგებეშნიკურად“, წარსულში მძიმე გამოცდილების მიხედვით დამონტაჟებული", - აღნიშნა მდინარაძემ.

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

სამოქალაქო აქტივისტები "ავლაბრის" მეტროდან მანქანებით მსვლელობას აწყობენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა