ავტორი:

დღის ფოტო: გმირი მაშველები, რომლებმაც გომისმთაზე ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს

დღის ფოტო: გმირი მაშველები, რომლებმაც გომისმთაზე ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს

გომისმთაზე ჩარჩენილი მოქალაქეების ძებნას მაშველები 10 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაცია გართულებული იყო და მაშველებს განსაკუთრებით რთულ პირობებში უწევდათ მოქალაქეების პოვნა.

საბოლოოდ, 3 მამაკაცს ცოცხლებს მიაგნეს და სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს. მათ აღენიშნებოდათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.

10 კაციანი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე" - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მაშველების ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, რა პირობებში უწევდათ მათ მუშაობა. ფოტოს ავტორი ანა კიშინსკაა.

"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

"ძალიან საშიში ხალხი ვართ... ეს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს მომავალში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას" - რას წერს ჟურნალისტი ბასილაშვილის საქმის "გარჩევებზე"

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე