ავტორი:

"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, საქმის ახალ მასალებში ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაცაა, რომელიც მისი წინა ჩვენებებისგან რადიკალურად განსხვავდება.

"საქმის ახალ მასალებში ამირხანაშვილი არის გამოკითხული დამატებით, ეს მისი მეხუთე ჩვენებაა, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება და არ შეესაბამება მის წინა ჩვენებებს. ლოგიკურია, რომ მას სხვაგვარად არ გამოკითხავდნენ. ამირხანაშვილი უარყოფს იმ ფაქტებს, რომლის ირგვლივაც ის გამოიკითხა. ეს არათუ დეტალების დაზუსტება, არამედ ჩვენების შეცვლაა," - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ზ.ხ.-ს გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა.

"პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაცვის მხარემ არ ითანამშრომლოს მედიასთან, საზოგადოებასთან და არ მიაწოდოს ინფორმაცია, რომელი მტკიცებულებების საფუძველზე დაამძიმეს ბრალდება.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ზ.ხ.-ს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან, არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, როგორ განხორციელდა ძალადობა და მკვლელობა შაქარაშვილთან მიმართებით.

პროკურატურამ ზუსტად ამიტომ მიმართა ამ ხრიკს, რომ ვერ გაიგოთ ინფორმაცია, რის საფუძველზეც მოახდინეს ბრალის დამძიმება“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

როგორ ატარებენ საგამოძიებო ექსპერიმენტს ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას - დეტალები მაწევანის ტყიდან

"გაგნიძემ მკითხა, როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო?" - "რადიო თავისუფლება" გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას აქვეყნებს

"სასიამოვნოდ გაოცებული გახლავართ" - რას წერს მირიან ნიკოლაძე  შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე