ავტორი:

"პრეპარატმა, სახელად "სასწაული" 144 უკუჩვენება გამოავლინა" - რას ამბობენ ვირუსოლოგები ვაქცინაზე, რომელსაც რუსეთში "საიდუმლო სპუტნიკ V" უწოდეს

"პრეპარატმა, სახელად "სასწაული" 144 უკუჩვენება გამოავლინა" - რას ამბობენ ვირუსოლოგები ვაქცინაზე, რომელსაც რუსეთში "საიდუმლო სპუტნიკ V" უწოდეს

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორ კვირაში "COVID-19"-ის პირველი პარტია ზოგიერთი ექიმისთვის მზად იქნება. უწყების ცნობით, საერთაშორისო ექსპერტთა ნაწილის მიერ გამოთქმული შეშფოთება, რომ მოსკოვის მიერ წამლის სწრაფად დამტკიცება შესაძლოა საფრთხეს შეიცავდეს, უსაფუძვლოა. კრემლის განცხადებით, ვაქცინის გამოცდის მსურველმა ათასობით მოხალისემ რეგისტრაცია უკვე გაირა.

მსოფლიოს არაერთი კვალიფიციური სამედიცინო ექსპერტისა და მეცნიერის მოსაზრებით, ვაქცინის ასეთი სწრაფი შემუშავება იმის დასტურია, რომ ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები, დიდი ალბათობით, შესწავლილი არ არის.

"გვერდითი ეფექტები, შესაძლოა ბევრი არ იყოს, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეეძლოთ" - ამბობენ ისინი.

თუმცა, რუსეთი სულ უფრო და უფრო დაბეჯითებით ცდილობს მისი სანდოობის ხარისხი აწიოს. ვლადიმირ პუტინის თქმით, ვაქცინა მოსკოვში, გამალეიას სახელობის უმუნოლოგიის ინსტიტუტში შექმნეს, ის უსაფრთხოა და მის ქალიშვილსაც გაუკეთეს.

"ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს, რადგან ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

amerikiskhma.com-სთან საუბარში ლონდონის გენეტიკის ინსტიტუტის ექსპერტი ფრანსუა ბალუქსი აცხადებს, რომ სრულებით "ეს უგუნური და სულელური გადაწყვეტილებაა".

"სრულიად მიუღებელია მასობრივი აცრები ვაქცინით, რომელთაც საკმარისი ტესტირება არ აქვთ. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც რუსულ ვაქცინას შეექმნება იქნება კატასტროფა ორი მიმართულებით - ხალხის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენა და მომავალში, ვაქცინებისადმი მიმღებლობის ნაკლებობა საზოგადოებაში" - ამბობს ის.

"ვაქცინა და პოლიტიკა" - ასე ეხმაურება რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას ჩინეთში მომუშავე ექიმი ამარ ალბადანი, რომელიც COVID-19-ის ეპიდაფეთქების დროს უხანის პროვინციაში მოხალისედ მუშაობდა.

"დავიწყოთ იმით, რომ მეცნიერებას პატივი უნდა ვცეთ და აქ გასაიდუმლოებული მასალები არ უნდა არსებობდეს. შესაბამისად, რუსეთმა უნდა გამოქვეყნოს ვაქცინაზე მუშაობის დეტალები, შემცველი ნივთიერებები, კლინიკური კვლევისა და გამოცდის პასუხები... ამ ყველაფრის შემდეგ, მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება შეაფასებს მას და ისიც გადაწყდება, კრიტიკა და შარჟი უსაფუძვლოა თუ დაიმსახურა.

რაც შეეხება ირონიულ პოსტებს ამერიკიდან, ეს ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთის კრიკიტა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ამერიკაც არანაკლებ მძიმე დღეშია, ვიდრე რუსეთი. ამიტომ რაც უფრო დააგვიანებს რუსეთი არსებულ კითხვებზე პასუხს, მით უფრო მეტი ეჭვი განჩდება, რომ ეს ყველაფერი პროპაგანდის ნაწილია" - ამბობს ექიმი ალბადანი, რომელსაც წლებია ჩინეთში თავისი სამედიცინო დაწესებულება აქვს.

novayagazeta.ru-ს ცნობით, რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედია გამალებით საუბრობს რუსულ ვაქცინაზე, რომელმაც "COVID-19" უნდა დაამარცხოს.

"პირველად მსოფლიოში რუსეთის მიერ დარეგისტრირებულ ვაქცინას, რომელმაც "COVID-19" უნდა დაამარცხოს, "სპუტნიკ V" ჰქვია და უახლოეს პერიოდში ინფიცირებულ პაციენტებს სწორედ ამ ვაქცინით უმკურნალებენ. კრემლში ასევე ფიქრობენ, რომ ვაქცინის არსებობა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს და ქვეყანაში ბიზნესები სრული დატვირთვით ამუშავდება..." - წერს გამოცემა.

"საიდუმლო “სპუტნიკ V" - წერს business-gazeta.ru, რომლის ცნობითაც, ჯერჯერობით უცნობია უსაფრთხოა თუ არა რუსული ვაქცინა კორონას წინააღმდეგ.

"პრეპარატი-სასწაული", რომლის შესახებაც ჯერ სრულიად არაფერია ცნობილი, 42 დღის განმავლობაში 38-მა სრულწლოვანმა მოხალისემ დატესტა და მათ 144 არასასურველი უკუჩვენება გამოუვლინდათ..." - წერს გამოცემა.

გამოცემასთან საუბარში ისრაელის კლინიკა Ихилов-ის ვირუსოლოგი ეკატერინა ზალენცოვა ამბობს, რომ "რუსეთმა ვითომ დანარჩენ მსოფლიოს დაასწრო და ვაქცინა შემცირებულ დროში შეიმუშავა".

"რუსეთმა დააასწრო იმ ქვეყნებს, რომლებმაც ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა მაიშნვე დაიწყეს, როგორც კი "COVID-19" გამოჩნდა. ისინი ახლა მხოლოდ მესამე ეტაპზე არიან, რუსეთი კი მის მიერ გამოგონილი ვაქცინის უსაფრთხეობაზე საუბრობს, როგორ შეიძლება მსგავსი უპასუხისმგებლობა, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ?!.. ანუ რუსეთი გადაახტა რაღაც ეტაპს თუ შეამცირა?.. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კატეგორიულად გამორიცხავს რაღაც ფაზის გადახტომას. ვფიქრობ, რომ მსოფლიო სამედიცინო ორგანიზაციების და ექსპერტების ეჭვები რუსული ვაქცინის მიმართ სრულიად საფუძვლიანია..." - ამბობს ეკატერინა ზალენცოვა.

რუსული ვაქცინის ეფექტურობაზე ეჭვებს გამოთქვამენ რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც, რომელთაც თქმითაც, "პუტინის ქალიშვილზე ვაქცინის გამოცდა არგუმენტი არ არის.

"მით უფრო, რომ არავინ იცის ნამდვილად ასეა, თუ პუტინი უბრალოდ ასეთი პროპაგანდით საბჭოთა კაგებეს ხაზსს აგრძელებს" - წერს ნადია დუზოვა.

"ახლა სხვა მხრიდან შევუქმენით მსოფლიოს საფრთხე... ტემპს არ ვაგდებთ. თან მეცნიერები ამბობენ, შესაძლოა, ცოტა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს ადამიანსო. ანუ შესაძლოა, უახლოეს სთვეებში არა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აისახოს მის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ხომ მხოლოდ პირველად ეფექტზე ვართ ორიენტირებული, როგორც ყველგან და ყველაფერში. რაკეტის გავშების პროცესი გამახსენდა, რომელზეც მაშინ დიდ რუსეთს მთელმა მსოფლიომ დასცინა...!" – წერს ინტერნეტმომხრებელი ოლეგ გრიკო.

"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან

ტრაგედია ტაივანში - სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა 36 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი

"საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ გაგრძელებას" - ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებაზე საუბრობენ