ავტორი:

ლუკა ჩიქოვანი რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას გვერდით - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა

ლუკა ჩიქოვანი რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას გვერდით - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა

რიდლი სკოტის გახმაურებულ ფილმში, რომლის მიმართაც საზოგადოებას უდიდესი მოლოდინი აქვს, ქართველი ლუკა ჩიქოვანი მიიღებს მონაწილეობას და ისეთი ვარსკვლავების გვერდით გამოჩნდება, როგორებიც ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, ლედი გაგა, ჯარედ ლეტო და ადამ დრაივერი არიან. საუბარია ფილმზე სახელად - House of Gucci.

ახალი ამბავი ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა გულშემატკივრებს თავადვე გაუზიარა "ფეისბუქზე" და გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fluca.chikovani.9%2Fposts%2F2408977189246831&width=500&show_text=true&height=702&appId" width="500" height="702" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>

როგორც ცნობილია, კინოსურათის სიუჟეტი ცნობილი მოდის სახლის, Gucci-ის მმართველი ოჯახის ისტორიასა და ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, დრამატულ ეპიზოდზე მოგვითხრობს.

რაც შეეხება ქართველ ლუკა ჩიქოვანს, მან საზოგადოებას თავი სიმღერით გააცნო. ბავშვობის ოცნება - გამხდარიყო მომღერალი, 14 წლის ასაკში რეალობად აქცია. მობილური ტელეფონით ვიდეო გადაიღო, "იუთუბზე“ ატვირთა და რამდენიმე საათში 300 ათასი ნახვა დააგროვა.

ლუკა იტალიური შოუ ბიზნესის პოპ ვარსკვლავი და "იუნივერსალ მიუზიკის“ კონტრაქტორია. გარდა ამისა, მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ალიჩე რორვახერის ფილმში ''ლაზარესავით ბედნიერი'', რომელიც კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფილმებს შორის იყო ნაჩვენები.

ფილმში ლუკას გმირის დედის როლს რობერტო ბენინის ცოლი, ნიკოლეტა ბრასკი ასრულებდა.

რაც შეეხება ახალ ფილმს, House of Gucci-ს, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის როლში მოგვევლინება ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა.

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონას გზა წარმატებამდე - როგორ დაამსხვრია ყველასგან უარყოფილმა მოდელმა სტერეოტიპები