ავტორი:

ცოლისგან უარყოფილი დონალდ ტრამპი -  მელანია ქმარს ხელის ჩაკიდებაზე კვლავ უარს ეუბნება (სკანდალური კადრები)

ცოლისგან უარყოფილი დონალდ ტრამპი -  მელანია ქმარს ხელის ჩაკიდებაზე კვლავ უარს ეუბნება (სკანდალური კადრები)

მსოფლიოს გავლენიანი მედიასაშუალებებისა და სოციალურ ქსელებში საზოგადოების განხილვის მთავარ თემად მეორე დღეა აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის, დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობა იქცა.

საზოგადოების ყურადღება წყვილის ჟესტებმა მიიპყრო. ადამიანებს არ გამოჰპარვიათ, თუ როგორ უწვდის ხელს დონალდი ცოლს, ხოლო მელანია მას უარყოფს და ხელს არ ჰკიდებს.

როგორც CNN წერს, წყვილი ვაშინგტონში ნიუ ჯერსის ქალაქ ბედმინსტერიდან დაბრუნდა და თან თავიანთი ვაჟი, ბარონი ახლდათ.

ვიდეოს თუ ახლო ხედით დააკვირდებით, ჩანს, რომ აშშ-ის პირველი ლედი დონალდს ხელს არ ჰკიდებს და ისე იქცევა, რომ თითქოს ყურადღება კაბაზე გადააქვს და ცდილობს, ქარმა არ აუფრიალოს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/FScY9n_TWHg" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წყვილის ჟესტები განხილვის საგანი გახდა და მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემებისთვის მთავარ თემად იქცა.

მსგავსი რამ 2017 წელსაც მოხდა. წყვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. მაშინაც დონალდმა მელანიას ხელი გაუწოდა, თუმცა პირველმა ლედიმ ქმარი მაშინაც უარყო.

აღსანიშნავია, რომ პრესაში არაერთი სტატია დაიწერა დონალდ და მელანია ტრამპებს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი იმასაც წერს, რომ აშშ-ის პირველი ლედი ელოდებამ როდის დასრულდება მისი ქმრის პრეზიდენტობის პერიოდი, რათა მაშინვე დაშორდეს.

"თუ მელანია განქორწინებისთვის გზას იპოვის და მას მიატოვებს პრეზიდენტობის დროს, ის (დონალდ ტრამპი) იპოვის გზას მელანიას დასასჯელად. ჩემი აზრით, მელანია წუთებს ითვლის თავისი ქმრის პრეზიდენტობის დასრულებამდე და მერე შეძლებს განქორწინებას“, - წერს თავის წიგნში ომაროსა მანიგოლთ ნიუმანი, ქალი, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა და პირველი ლედის თანაშემწე იყო.

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

"ფაშინიანის პილიტიკური სიკვდილი გარდაუვალია" - დაინიშნება თუ არა სომხეთში ვადამდელი არჩევნები და რა შანსები აქვს მოქმედ პრემიერ-მინისტრს

"ვაფასებ ვაქცინის თანაბარი განაწილების მიზნით გაწეულ შრომას" - რას წერს ჯანმოს დირექტორი გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრის შესახებ