გერმანელები - კაპიტალიზმის წინააღმდეგ

გერმანელები - კაპიტალიზმის წინააღმდეგ

გერმანიის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის Emnid -ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ  გერმანიის მოსახლეობის 88% კაპიტალიზმისაგან განსხვავებული, ახალი ეკონომიკური წესრიგის დამყარების მომხრეა, - იუწყება Spiegel.

გამოკითხულთა აზრით, კაპიტალიზმი, ვერც სოციალურ თანასწორობას, ვერც გარემოს დაცვას და ვერც ბუნებრივ რესურსების გადარჩენას ვერ უზრუნველყოფს. თუმცა ამის გამო გერმანელები ეკონომიკური სფეროს რევოლუციის გზით შეცვლას არ აპირებენ.

როგორც კვლევამ აჩვენა, მომხდარში მოქალაქები საკუთარ თავს ადანაშაულებენ, ყოველი ხუთი გამოკითხულიდან - სამი აცხადებს, რომ თითოეულმა გერმანელმა საკუთარი ცხოვრების წესს უნდა გადახედოს და თავად გასცეს პასუხი კითხვას, არის თუ არა მისთვის ეკონომიკური განვითარება პრიორიტეტი.

გამოკითხულთა აზრით, სოციალური კავშირი, ჯანმრთელობა და ადამიანური ურთიერთობა, კაპიტალის დაგროვებაზე ბევრად მნიშვნელოვანია.

თუმცა ამასთანავე მოქალაქეთა 82 %-ს მიაჩნია, რომ ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მომზადებულია Spiegel-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ