ავტორი:

რუსთავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მცირეწლოვანს დაეჯახა

რუსთავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მცირეწლოვანს დაეჯახა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, შედეგად, 30 წლამდე ასაკის ქალმა მძიმე დაზიანება თავის არეში მიიღო, მცირეწლოვანმა კი ხელის არეში.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლით დაიწყო.

"გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავებულია 3 მოქალაქე" - შსს შემზარავი ავარიის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

"სავარაუდოდ, მოსახვევიდან გადავარდა... ამბობენ, რომ გზიდან გადასულ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა" - როგორ მოხდა შატილის გზაზე შემზარავი ავარია

ბათუმში, ხინიკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა