ავტორი:

"გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავებულია 3 მოქალაქე" - შსს შემზარავი ავარიის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

"გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავებულია 3 მოქალაქე" - შსს შემზარავი ავარიის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ავტოავარიის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ავარიის შედეგად 17 ადამიანია გარდაცვლილი.შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა.

ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო", - ნათვქამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"სავარაუდოდ, მოსახვევიდან გადავარდა... ამბობენ, რომ გზიდან გადასულ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა" - როგორ მოხდა შატილის გზაზე შემზარავი ავარია

ბათუმში, ხინიკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

რუსთავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მცირეწლოვანს დაეჯახა