ავტორი:

"სავარაუდოდ, მოსახვევიდან გადავარდა... ამბობენ, რომ გზიდან გადასულ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა" - როგორ მოხდა შატილის გზაზე შემზარავი ავარია

"სავარაუდოდ, მოსახვევიდან გადავარდა... ამბობენ, რომ გზიდან გადასულ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა" - როგორ მოხდა შატილის გზაზე შემზარავი ავარია

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, თუმცა, სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მეტია. 3 ადამიანი მძიმედაა დაშავებული, მათგან ორი ადამიანი უგონო მდგომარეობაშია. სამივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც kvirispalitra.ge-ს თვითმხილველმა განუცხადა, მიკროავტობუსში ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ.

"ჩვენ რომ მოვედით, უკვე მომხდარი იყო ავარია. მიკროავტობუსი სავარაუდოდ, მოსახვევიდან გადავარდა, როგორც ამბობენ, მოსახვევში, გზიდან გადასული მანქანა იდგა, სწორედ მას შეეჯახა და გადავარდა.

საშინელება ტრიალებს, ახლა ველოდებით დამატებით ძალებს, რომ ცხედრები ამოვასვენოთ. ალბათ, რამე ტური იყო, უმეტესობა ახალგაზრდაა, როგორც ვიცი, 17 დაღუპულია და 3 გადარჩენილი. ერთ-ერთი გადარჩენილი გოგონა გონზე იყო, რომელიც სასწრაფომ წაიყვანა განაგრძეთ კითხვა

ბათუმში, ხინიკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

რუსთავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მცირეწლოვანს დაეჯახა

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - "მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა"