ავტორი:

"ეს იყო ადამიანი-დღესასწაული,  ყველას იმედი და საყრდენი!" - ვინ იყო ქართველი ბიზნესმენი, რომელიც უკრაინაში კორონავირუსით გარდაიცვალა

"ეს იყო ადამიანი-დღესასწაული,  ყველას იმედი და საყრდენი!" - ვინ იყო ქართველი ბიზნესმენი, რომელიც უკრაინაში კორონავირუსით გარდაიცვალა

უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, საფეხბურთო კლუბ "ნივა ტერნოპოლის" ყოფილი პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა, – ინფორმაცია ამის შესახებ, მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გაავრცელა, რის მერეც ამის შესახებ დაწერა უკრაინულმა მედიამაც.

ის წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კორონავირუსის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდ და ფატალური შედეგით დასრულდა.

"დღეს ძალიან მძიმე დღეა. მშვენიერი ადამიანი, მამა, მეგობარი, შვილი და ცნობილი მეწარმე ავთანდილ მდინარაძე გარდაიცვალა. გულწრფელად ვწუხვარ მისი ოჯახის და მეგობრებისა გამო. ნათელში იყოს შენი სული, ბატონო ავთანდილ".

"ავთოს მდინარაძე წარსულში ვერ მოვიგონებ ვერასდროს! ადამიანი-დღესასწაული, პოზიტივის და სიყვარულის გროვა !

ყველას იმედი და საყრდენი!

ყველას ვუთანაგრძნობ“. წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოცილაურ ქსელში.

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ

"სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემს შვილს სიცოცხლე" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა "ფეისბუქზე"

"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს