ავტორი:

ნავალნი კვლავ კომაშია, რუსული მედია ამტკიცებს, რომ ის ავად დიაბეტის გამო გახდა - რუს ოპოზიციონერს გერმანია და საფრანგეთი თავშესაფარს სთავაზობენ

ნავალნი კვლავ კომაშია, რუსული მედია ამტკიცებს, რომ ის ავად დიაბეტის გამო გახდა - რუს ოპოზიციონერს გერმანია და საფრანგეთი თავშესაფარს სთავაზობენ

რუსული ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც, სავარაუდოდ, მოწამლეს, კვლავ კომაშია., თუმცა ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.

ნავალნის ქალაქ ომსკის კლინიკაში მკურნალობენ. სწორედ აქ დაეშვა მისი თვითმფრინავი ავარიულად, მას შემდეგ რაც ოპოზიციის ლიდერმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

პოლიტიკოსის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მისი ტრანსპორტირება სურთ, თუმცა ექიმები ამის ნებას არ რთავენ.

კლინიკა, სადაც ნავალნის მკურნალობენ

"ექიმები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტირების უფლებას მოგვცემდნენ, რის გამოც ჩვენ ორგანიზება უმოკლეს დროში შევძელით. ახლა კი, ბოლო მომენტში, ექიმები ამის ნებას არ გვრთავენ. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არა მათი, არამედ კრემლის მიერაა მიღებული“, - წერს კირა იარმიში "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

  • რას წერენ რუსულ მედიაში?

ოპოზიციაში და ნავალნის გარემოცვაში მიიჩნევენ, რომ ის მიზანმიმართულად მოწამლეს, თუმცა ზოგიერთი რუსი სამედიცინო ექსპერტი მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ შესაძლოა, ნავალნის დიაბეტი აქვს და მისი ამგვარი მდგომარეობა სწორედ დიაბეტითაა გამოწვეული. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტებმა Известия-სთან ისაუბრეს. გამოცემის ინფორმაციით, ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნავალნის სისხლში შაქრის და შარდში აცეტონის დონე მაღალი იყო. გარდა ამისა, ელექტროკარდიოგრამამ მიოკარდიუმში მეტაბოლური ცვლილებები გამოავლინა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ენდოკრინოლოგმა ალექსეი კალინჩევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გამოკვლევის პასუხების მონაცემები შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ნავალნის დიაბეტი აქვს.

  • გამოხმაურება საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე

მომხდარს გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზეც. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს ოპოზიციონერს თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მზად ვართ, ნავალნისა და მის ახლობლებს ჯანდაცვასთან, თავშესაფარსა და დაცვასთან დაკავშირებული ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც:

ჩვენ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გერმანიის საავადმყოფოებში ვუმკურნალებთ, - აღნიშნა მერკელმა.

მაკრონმა და მერკელმა ინციდენტის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატეს და გარემოებების სწრაფად დადგენის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარემოებები ძალიან სწრაფად გაირკვეს. ჩვენ ამას დაჟინებით მოვითხოვთ, რადგან ის, რაც აქამდე მოვისმინეთ, ძალიან არასასიამოვნოა,“- აღნიშნა მერკელმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო'ბრაიანი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის ფაქტი შემაშფოთებელია და ამან, შესაძლოა, აშშ-რუსეთის მომავალ ურთიერთობებზე იმოქმედოს.

"ის ძალიან მამაცი ადამიანია. ის ძალიან გაბედული პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთში პუტინს დაუპირისპირდა. უკიდურესად შეშფოთებულია, თუ ამის უკან რუსები დგანან. ეს რუსეთთან ჩვენი მომავალი ურთიერთობის ფაქტორი გახდება,“- აღნიშნა ტრამპის მრჩეველმა Fox News-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გუშინ ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი ქალაქ ომსკში ავარიულად დაეშვა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, მოწამლულია.

ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის მთავრობა?

ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"

კადიროვმა  ქალიშვილი მინისტრის მოადგილედ დანიშნა - ვინ არის აიშატ კადიროვა - მამის პოლიტიკური მემკვიდრე და ჩეჩნეთის მთავარი "ფეშენისტა"