ავტორი:

"გუკა ამირხანაშვილი არის "ნასედკა", გაგნიძის დედას ეუბნებოდა, გადამარჩინეს იქიდან რომ წამომიყვანესო" - რას ჰყვება ვახტანგ ჩიქოვანის დედა

"გუკა ამირხანაშვილი არის "ნასედკა", გაგნიძის დედას ეუბნებოდა, გადამარჩინეს იქიდან რომ წამომიყვანესო" - რას ჰყვება ვახტანგ ჩიქოვანის დედა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და "უნდათ, სხვისი მკვლელობა შეაწმინდონ".

ამის შესახებ მან "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სადაც კომენტარი გააკეთა გუკა ამირხანაშვილზეც. ასევე უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩიქოვანის ტელეფონიდან ფაილებია წაშლილი.

"გამოძიება და პროკურატურა ტყუიან, არაფრის მტკიცებუკლება არ არსებობს. გჯერათ, რომ მაგას საათი ჰქონდა? ეგ დეზინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა. გამომძიებლებიც იმას ამბობენ, რასაც ამირხანაშცვილი

გუკა ამირხანაშვილი მანქანაში თვითონ შეუხტა და მერე ეუბნებოდა გაგნიძის დედას, გადამარჩინეს ბავშვებმა, იქიდან რომ დროზე წამომიყვანესო. ამირხანაშვილი არის დემორალიზებული, ძალიან ცუდი ადამიანი, "ნასედკა" ბავშვი.

ვახო არის 100 პროცენტიანი ყველაფერში მართალი. უდანაშაულო ბავშვებს სდებენ ბრალს. მათ უნდათ სხვისი მკვლელობა შეაწმინდონ" - აღნიშნა ბრალდებულის დედამ.

ცნობისთვის, ჩიქოვანის მშობლებს ცოტა ხნის წინ უპასუხა გარდაცვლილი ფეხბურთელის დამ.

"თქვე არაადამიანებო ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი რომელიც წყეულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა იყო ჩემი ძმა, რომელიც დღეს მიწაში წევს ! და თქვენ ისიც არ გინდათ რომ თქვენმა მკვლელმა შვილებმა სასჯელი მოიხადონ !!!

N1 დამნაშავეა შენი შვილი ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ აცდება !!! ამდენ არაფრის მომტან წივილს მიწა გათხარე და შიგ ცოცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე!!!" - დაწერა ანი შაქარაშვილმა.

"მეშინია, არ მივიდეთ სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე... ბათუმში კარანტინის გამოცხადება, არ უნდა დაგვიანდეს" - კულუმბეგოვი

რა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ კორონავირუსით გარდაცვლილებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევა

კომპანია "ჯი-თი მოტორსი“ ტვ პირველის ტყუილს პასუხობს