ავტორი:

"წინასწარმეტყველური ფოტო გადავიღეთ... ვთქვით, თუ ფინალში მოვხდებით, მერე გავავრცელოთო" - ფინალისტების მოლოდინები "დიდი სცენის" მთავარ შოუზე

"წინასწარმეტყველური ფოტო გადავიღეთ... ვთქვით, თუ ფინალში მოვხდებით, მერე გავავრცელოთო" - ფინალისტების მოლოდინები "დიდი სცენის" მთავარ შოუზე

მეგაპროექტი "დიდი სცენა" დასასრულს მიუახლოვდა. 23 აგვისტოს, კვირას, 22:00 საათზე, მაყურებელი "რუსთავი 2"-ის ეთერით საფინალო შოუს იხილავს. ფინალში ბრძოლა სამ კონკურსანტს მოუწევს - ლევან ყანდიაშვილს, გიორგი ფუტკარაძეს და მარიამ (მემე) ჟორდანიას. ისინი ამისთვის ინტენსიურად ემზადებიან.

რა მოლოდინი აქვს თითოეულს, როგორ აფასებენ ერთმანეთს და ზოგადად კონკურსში მათ მონაწილეობას, ამაზე სასუბროდ, ფინალამდე AMBEBI.GE სამივე ფინალისტს კაფე "პიატოში" შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- ფინალისტობამდე ბევრი წინააღმდეგობა დაძლიეთ...

მარიამი:

- ჩემთვის ეს რთული და საპასუხისმგებლო გზა იყო. მინდოდა, ყველა ლაივზე ჩემი მაქსიმუმი დამედო და თავი გამომევლინა, ათეულში მოხვედრა ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო... მანამდე ფინალამდე თუ მოვიდოდი, ამის წარმოდგენა არც შეიძლებოდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ სტრესული არ ყოფილა, ხალსიანიც იყო, მონაწილეები ამ გზის დაძლევაში ერთმანეთს ვეხმარებოდით.

ლევანი:

- ჩემთვისაც ემოციური იყო - ეს იყო გზა სვლა-განვითარებისკენ, დახვეწისკენ. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მოვედი და მოვედი ფინალამდე.

გიორგი:

- ჩემთვსაც ძალიან ბედნიერი იყო ეს პროექტი. ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და გამიმარჯვია კიდეც. აქ განსხვავებულ ადამიანები იყვნენ, ასევე ეს პროექტი უფრო მორგებულია ჩვენზე და ასევე ბევრი კარგი რამ აქვს.

- როდესაც ამ პროექტში მოხვედით, ფიქრობდით, რომ ფინალში იქნებოდით?

მარიამი:

- დაახლოებით სამი კვირის წინ, სამივემ ჟიურის სკამებზე ერთად გადავიღეთ ფოტო და ვთქვით, თუ მოვხდებით, მერე გავავრცელოთ სოციალურ ქსელშიო. რადგან ასე მოხდა, ასეც მოვიქეცით. ფოტო წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

ლევანი:

- კი, არსებობს ხუმრობა, რომელიც ხანდახან შეიძლება ახდეს, რეალურად კი 10-ვე კონკურსანტი ძალიან კარგები ვიყავით. უბრალოდ, ხალხმა და ჟიურიმაც ასე გადაწყვიტა, რომ ჩვენ დავრჩით ფინალში. დასაწყისში ვერავინ იტყოდა, ვინ იქნებოდა საფინალო შოუზე.

- რა მოსწონს ხალხს თქენში, რატომ გიჭერენ მხარს და რატომ მოგიყვანეს აქამდე?

გიორგი:

- ალბათ ის, რომ ვმღერი და ალბათ კარგად, სინამდვილეში კი ის მუსიკა მოსწონთ, რასაც ვაწვდი, ასევე ჩემი ემოციაც...

მარიამი:

- დავეთანხმები გიორგის - პირველი მიზეზი, რატომაც შეიძლება გვიგულშემატკივრონ, - კონკრეტული ჟანრია. ასევე ტემბრი, რომელიც გვაქვს, მოსწონთ და სიაოვნებთ ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ასევე ის "მესიჯი", რასაც ჩემი კონკრეტული გამოსვლა ატარებს და მუსიკაც ეს არის.

ლევანი:

- ორივეს ვეთანხმები - პირველი ალბათ ისაა, რასაც ვაკთებთ, რასაც პატარა დეტალები მოჰყვება. ჩემს შემთხვევაში ეს შრომისმოყვარეობა, გულწრფელობაა და ისიც, რომ ჩემს გულშემატკივრებს სოციალური ქსელით ვეკონტაქტები, ყველას ვპასუხობ, მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანია.

- ლევან, გიორგისგან და მარიამისგან განსხვავებით, კონკურსის მსვლელობისას მეტი დატვირთვა გქონდა, აბიტურიენტიც იყავი, კონსერვატორიაში აბარებდი და აქვე სტუდენტობას გილოცავთ...

- კი, ამ ზაფხულს დიდი დატვირთვა მქონდა და მიხარია, რომ უკვე სტუდენტი ვარ.

- ნებისმიერი კონკურსის მონაწილე ამბობს, რომ შოუს მონაწილეებთან მეგობრობს და მათ შორის მძაფრი კონკურენცია სულაც არ არის. ფინალშიც იმავეს იტყვით?

გიორგი:

- ჩვენ ძალიან არ გვიყვარს ერთმანეთი, ღამით როცა ვიძინებ, იმაზე ვფიქრობ, როგორ მოვიშორო ჩემი კონკურენები, ამ შემთხვევაში მემე და ლევანი, კი ორივეზე ვფიქრობ (იცინიან)...

ლევანი:

- ხუმრობის გარეშე რომ გითხრათ, სამივე მართლა ჩვენ-ჩვენი მიმართულებით ვართ. ასე კი კონკურენცია მუსიკაში ძნელია. ამიტომ, ისევ საკუთარ თავებს უნდა ვაჯობოთ, ერთმანეთს არ ვეჯიბრებით. მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ და მერე ხალხი გადაწყვეტს.

გიორგი:

- მთავარია, რომ ადამიანი საკუთარ ცუდ მხარეს მოერიოს და ამას ვცდილობთ. კონკურსის შემდეგ კი ვაპირებთ მუშაობის ერთად გაგრძელებას, მუსიკალურად მაინც ერთად ვიქნებით, რაც არ უნდა პროექტში კონკურენტები ვიყოთ.

მარიამი:

- ერთმანეთს შემდეგში განვითარებაში დავეხმარებით. პროექტი რაღაც კონკრეტული პერიოდი გრძელდება და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც ახალი თაობის მუსიკა უნდა შევქმნათ და ვაკეთოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ყოველდღე ერთად ვართ და ეს პროცესი, ურთიერთობა არ გვინდა, დაძაბულობით გავაფუჭოთ. ახლა თითეულისთვის მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ სცენაზე და მაქსიმუმი დავდოთ.

გიორგი:

- ვინ მოიგებს, ვინ - არა - არაფერს წყვეტს. ბევრს მოუგია და არ ჩანს, ბევრს არა მოუგია, მაგრამ ჩანს...

- საფინალო შოუსთვის როგორ ემზადებით, რა უნდა წარუდგინოთ მაყურებელს?

მარიამი:

- მაყურებელს დაუვიწყარი ფინალი ელოდება. ეს იქნება დიდ სცენაზე გამოსვლის ბოლო საპასუხიმგებლო, მნიშვნელოვანი და ემოციური ეპიზოდი. გვექნება სამი სიმღერა. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ლევანი:

- რეპეტცია ინტენსიურად მიმდინარეობს, ვფიქრობ, კარგ ფინალი უნდა გამოვიდეს.

გიორგი:

- შევძლებთ, რომ ფინალი იყოს ფინალი!

- ამ სეზონის ჟიურის მუშაობაც შევაფასოთ...

გიორგი:

- სხვა კონკურსებზეც ვყოფილვარ, მაგრამ იმ პროექტებისგან განსხვავბით, ჩვენი ჟიური ძალიან ბევრს შრომობს. იმის გარდა, რომ პედაგოგები იდეალურად გვირჩევენ სიმღერებს, ხანდახან სიმღერების არჩევაში ჟიურის წევრებიც გვეხმარებიან. ასევე მათი ტურებიც გვქონდა და ჩვენთან გულით და მონდომებით იმუშავეს.

ლევანი:

- კარგია ჟიურის ასეთი დამოკიდებულება. კარგია, როცა მონაწილეებს უშუალო კონტაქტი გაქვს ამ ადამიანებთან, ასეთ დროს ჟიურისთან დისტანცია არ არსებობს, მცირდება. ისინი უშუალოდ გვეუბნებიან, ჩვენგან რას ითხოვენ და ვცდილობთ, მორიგ ტურზე ზუსტად ის გავაკეთოთ.

- მარიამი ამბობს, რომ გიორგი ცაგარელი დეტალებს უკვირდებაო...

ლევანი:

- ჩემს შემთხვევაშიც ასეა, კი, მითვლის რამდენი თანხმოვანია ფრაზაში...

გიორგი:

- ჟიურის წერები "ჯიგრები" არიან. ამიტომ, მაღალ ქულებს დვუწერდი, თუმცა ჟიური შეუფასებელია...

- მოკლედ, როგორც აღნიშნეთ, უკვე განსაზღვრული გაქვთ, რა გააკეთებთ პროექტის შემდეგ...

მარიამი:

- საავტორო სიმღერები თანამედროვე მუსიკას აკლია და ვაპირებ, ჩემი შევქმნა და ვაკეთო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი მუსიკალური განათლება მივიღოთ და სწორად განვვითარდეთ. ამ პროექტმა ისეთი ადამიანები გაგვაცნო, რომლებიც ხელს შეგვიწყობენ, დაგვეხმარებიან სამომავლოდ განვითარებაში. ესენი არიან პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელები, ჟიურის წევრები. მაგარია ისიც, რომ ამ პროექტით ერთმანეთიც ვიპოვეთ.

ლევანი:

- ვინაიდან უკვე კონსერვატორიის სტუდენტი ვარ, მინდა, რომ პროფესიული განათლება მივიღო, პროფესიონალი გავხდე, ვისწავლო და ისეთ უნარებს დავეუფოლო, რომელიც ჩემს მუსიკაში, სადაც ვიქნები, დამეხმარება. ამასთან პროექტებიც დაგეგმილი მაქვს უკვე, რაშიც მუშაობას ერთად ვაპირებთ. ასე რომ, მინდა, საკუთარი შემოქმედება მაქსიმალურად ვაკეთო და არ ვიყო ქავერშემსრულებელი.

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ

"სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემს შვილს სიცოცხლე" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა "ფეისბუქზე"

"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს