ავტორი:

გენერალი ბენ ჰოჯესი კომუნიკაციების კანონზე: სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს შეცდომას

გენერალი ბენ ჰოჯესი კომუნიკაციების კანონზე: სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს შეცდომას

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს მხირდან ციფრული აბრეშუმის დერეფანის პროექტის განვითარებისთვის ხელის შეშლის შესახებ წერს. საკუთარ Twitter-ზე ჰოჯესი პოსტს აქვეყნებს და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს და ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ადარებს.

ჰოჯესი ამ პროექტების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე წერს. გენერალმა Twitter-ზე გააზიარა Forbes Georgia-ს ინტერვიუ აშშს ყოფილ წარმომადგენელთან უკრაინაში, დიპლომატ კურტ ვოლკერთან, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონში შესული ცვლილებები საქართველოს ბიზნესკლიმატზე ნეგატიურად აისახება. ვოლკერი პირდაპირ ამბობს, რომ ამ კანონის მიღება კონკრეტული კომპანიის - “კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ მოხდა და “კავკასუსის” ახალი მეწილე NEQSOL ჰოლდინგი კი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ციფრული დერეფანის განვითარებაზე მუშაობს.

კურტ ვოლკერი:

“კანონი უკვე მიღებულია და ამჟამად ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, თუ როგორ მოხდება რეალობაში მისი იმპლემეტნაცია. ვფიქრობ, რომ მიღებულ ცვლილებას ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის დაზიანება შეუძლია და, რომ ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ერთი საკითხია უშუალოდ ამ კანონის მიღება, ხოლო მეორე კი რეტროაქტიულად მისი გამოყენება იმ ტრანზაქციების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულში განხორციელდა. შესაბამისად, თუ ის ამ სახით იქნა გამოყენებული, ინვესტორთა ნდობაც შემცირდება.

სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხი ასევე კიდევ ერთი პრობლემური ნაწილია, რადგან სპეციალურ მმართველს ენიჭება უფლება დამოუკიდებლად განკარგოს წილები და მიიღოს საშტატო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სპეციალური მმართველის საკითხი ნებისმიერ სექტორში მოღვაწე საერთაშორისო ინვესტორისთვის შეიძლება იყოს პრობლემური“.

გენერალი ბენ ჰოჯესი მოუწოდებს კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება და გაითვალისწინოს რუსეთის ფაქტორი.

"სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ახალ ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს იმავე შეცდომებს, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით იყო დაშვებული. მოვუწოდებ საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიას პრიორიტეტად აქციოს ის, რაც საქართველოსთვის არის უკეთესი და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან,”- წერს გენერალი ბენ ჰოჯესი.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 2020 წლის 17 ივლისს, 3 მოსმენით ასევე დაჩქარებულად კენჭისყრის შემდეგ, მიიღო. კანონის ახალი რედაქცია, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისის ინიციატივით მომზადდა, თავად კომისიას კომპანიებში დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს. ექსპერტების შეფასებით, ეს იყო საკანონმდებლო ცვლილებები ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ და ბევრი მათგანი ახალ რეგულაციას ანტიკონსტიტუციურად აფასებს.

თავად კომპანია გეგმავს პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასჩივროს და არც საარბიტრაჟო დავას გამორიცხავს. "კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება. NEQSOL-სა და სახელმწიფოს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს.

R

კორონავირუსით ინფიცირებული იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა

"მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4%-ით, გარდაცვალების კი - 12%-ით შემცირდა" - ჯანმო

მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა