ავტორი:

"მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4%-ით, გარდაცვალების კი - 12%-ით შემცირდა" - ჯანმო

"მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4%-ით, გარდაცვალების კი - 12%-ით შემცირდა" - ჯანმო

კორონავირუსის შემთხვევები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონების გარდა, ყველგან შემცირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებისას განაცხადა.

“გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდ 19-ის 1.7 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 39 000 ადამიანი გარდაიცვალა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევები 4%-ით, გარდაცვალების კი - 12%-ით შემცირდა,” - აცხადებენ ორგანიზაციაშჭი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა შეერთებულ შტატებშია დადასტურებული, სადაც გასულ კვირას, ახალი შემთხვევების დაახლოებით ნახევარი და დაღუპულთა რაოდენობის 62 % დაფიქსირდა. ჯანმო-ს ცნობით, დაინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა სამხრეთ-დასავლეთ აზიის რეგიონი, სადაც, გასული კვირის განმავლობაში, შემთხვევების რაოდნეობის ზრდა დაფიქსირდა და მთელს მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების 28 %-ი და დაღუპულთა რაოდენობის 15% გამოვლინდა. ორგანიზაციის მონაცემებით, კოვიდინფიცირების შემთხვევებმა 4%-ით მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთშიც, თუმცა, ბოლო 6 კვირის განავლობაში, გარდაცვლალების შემთხვევები რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა.

რაც შეხება ევროპას, ჯანმო-ს ინფორმაციით, შემთხვევების რაოდენობა ბოლო 3 კვირის მანძილზე მუდმივად მატულობდა, თუმცა უკანასკნელი კვირის განმავლობაში უმნიშვნელო, 1%-იანი შემცირება დაფიქსირდა.

„როიტერსის“ ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსით 23.65 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 811 895 ადამიანი დაღუპულია.

მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა

ბერლინის კლინიკის მონაცემებით, ნავალნი მოწამლეს - "შხამის მოქმედება სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ დადასტურდა"

ლუკაშენკო მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში ავტომატით შეიარაღებული მივიდა