ავტორი:

მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა

მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის და ბოლო ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23.8 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილია 817 243 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 16.3 მილიონი პაციენტი.

პანდემიამ უდიდესი ზიანი მიაყენა ეკონომიკას და დააზარალა ყველაზე ძლიერი და პოლიტიკური, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე გამართული ქვეყნები. მედიცინის ექსპერტები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსოფლიოს 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს ვაქცინა. რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ უკვე შექმა ის და ახლა გამოცდის ეტაპს გადიან.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში არის ადგილები, სადაც ამ დრომდე COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. როგორც BBC წერს, ასეთი ადგილებია:

  • პალაუ
  • მიკრონეზია
  • მარშალის კუნძულები
  • ნაურუ
  • კირიბატი
  • სოლომონის კუნძულები
  • ტუვალუ
  • სამოა
  • ვანუატუ
  • ტონგა

გამოცემის ცნობით, ამ ადგილებში პანდემიის ადრეულ ეტაპზევე გამოაცხადეს კარანტინი, ჩაკეტეს საზღვრები და მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ვირუსი გამოვლენილი არ არის, დრემდე მკაცრი რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ. ვნახოთ, როგორი ვითარებაა ჩამოთვლილთაგან ზოგიერთში.

მაგალითად, პალაუში საზღვრები მარტის ბოლოს ჩაკეტეს, დაიკეტა მაღაზიები, რესტორნები, გამოცხადდა კარანტინი. საზღვრები დღემდე ჩაკეტილი რჩება და სწორედ ამიტომ, ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე კიდევ უფრო გამძაფრებულია.

მიუხედავად ამისა, სასტუმროების ზოგიერთი მფლობელი თვლის, რომ ხელისუფლება სწორად იქცევა და იმედს გამოთქვამენ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1-ლი სექტემბრიდან საერთაშორისო ფრენები განახლდება ზოგიერთ ქვეყანასთან და ტურისტები მათ კვლავ ეწვევიან.

კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი მარშალის კუნძულებზეც, სადაც ადამიანები დღემდე მკაცრი შეზღუდვების პირობებში ცხოვრობენ. აქაურებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო მეთევზეობაა და თევზი ექსპორტზე გააქვთ, თუმცა ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ამას ვეღარ ახერხებენ და შესაბამისად, იქაც ეკონომიკური პრობლემები გამწვავებულია.

ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი მალე დამთავრდება და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. მათივე თქმით, მარშალის კუნძულები ვერ შეძლებდა პანდემიასთან გამკლავებას, ეკონომიკურ პრობლემებს კი როგორღაც უმკლავდებიან.

კორონავირუსი არ გამოვლენილა არც ვანუატუში. ქვეყანაში 300 000 ადამიანი ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისია, როგორც BBC წერს, საზოგადოების ნაწილს არ სურს წესების შემსუბუქება და საზღვრების გახსნა. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ მათ სურთ ავად არ გახდნენ და სხვა მხრივ, პრობლემებს გაუმკლავდებიან. ივლისში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალ ზელანდიასა და ავსტრალიასთან საზღვრებს გახსნიდა, თუმცა გეგმა მას შემდეგ ცაიშალა, რაც ამ ორ ქვეყანაში კოვიდინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19, ოფიციალური ვერსიით, პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბრის მიწურულს გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა, თუმცა დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით უხანში ვირუსმა გაცილებით ადრე, 2019 წლის აგვისტოში იფეთქა, თუმცა ჩინეთმა ყოველივე დამალა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა,პერუ, მექსიკა, კოლუმბია, ესპანეთი და ჩილე. რაც შეეხება ჩინეთს, ის ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, 35-ე ადგილს იკავებს.

პრინცესა, რომელმაც ბრიტანეთი შეცვალა - დედის ხსოვნის პატივსაცემად, დიანას ძეგლი ჰარიმ და უილიამმა დაამზადებინეს

"მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნავალნისა და სააკაშვილზე?

მინსკში მილიციამ აქციაზე 125 ადამიანი დააკავა - ძალოვანებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს