ავტორი:

კალიფორნიაში ტყის ხანძარი მძვინვარებს, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა - აშშ დახმარებას ითხოვს (ფოტოები)

კალიფორნიაში ტყის ხანძარი მძვინვარებს, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა - აშშ დახმარებას ითხოვს (ფოტოები)

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში, ტყის ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის შედეგად დაიწვა სახლები და გარდაიცვალა 6 ადამიანი. სტიქიას 12 ათასი მეხანძრე ებრძვის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ეს არის "დამანგრეველი და უდიდესი უბედურება.“

როგორც BBC წერს, შტატის ხელისუფლება დახმარებას ითხოვს. გუბერნატორმა გეივინა ნიუსომმა დახმარებისთვის კანადას და ავსტრალიას მიმართა გამოცემის ცნობითვე შტატში ხანძრის 560-ზე მეტი კერა არსებობს.

120 000-ზე მეტი ადამიანი სტიქიის გამო იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მოხალისეებიც არიან ჩართულნი.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ადგილობრივმა მამაკაცმა გააჩინა, რომელსაც პოლიცია ეძებს, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალება იმასაც წერს, რომ ხანძარი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი აფერხებს.

გენერალი ბენ ჰოჯესი კომუნიკაციების კანონზე: სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს შეცდომას

ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს - როგორია რუსი ოპოზიციონერის მდგომარეობა

ჯანმო-ს ხელმძღვანელს იმედი აქვს, კორონავირუსის პანდემია ორ წელში დასრულდება