ავტორი:

ვინ არიან შატილის საზარელ ავტოკატასტროფას გადარჩენილები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ვინ არიან შატილის საზარელ ავტოკატასტროფას გადარჩენილები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მისივე თქმით, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ სამივე პაციენტთან გამოჯანმრთელების პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

"სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, პირიქით, ჰემოდინამიკის პარამეტრები სტაბილური ხდება, წინა რამდენიმე საათთან შედარებით.

კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაკეთდა, იქაც არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. აღდგენილია ჰემოდინამიკა ერთ ქალბატონთან. დანარჩენ 2 პაციენტთან ჰემოდინამიკა არასტაბილურია, მაგრამ დოზა მკვეთრად არის შემცირებული დილით საათებთან განსხვავებით.

ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ ვინაიდან უარყოფითი დინამიკა არ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ დადებით დინამიკას უნდა ველოდოთ. იმის მიუხედავად, რომ უამრავი გართულება შეიძლება წამოვიდეს ამ პაციენტებთან, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყოს რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, საბედისწერო ტურს ცოცხლად გადაურჩენენ: 23 წლის ხატია დევსურაშვილი, რომლის და - მედეა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე.

"ბავშვები ჩემს თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ... მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს...ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო...რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს... რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში", - დაწერა სოცილაურ ქსელში დევსურაშვილების მეზობელმა, ჟურნალისტმა მარი ჯაფარიძემ.

თამარ არღვლიანის ახლობლები კი სოცილაურ ქსელში წერენ, რომ დაშავებული გოგონა წარმოშობით ცხუმარის თემიდან არის და მისი ერთ-ერთი ბოლო პოსტი "ფეისბუქზე" ასეთია:

"შეიძლება საკუთარი თავისთვის ძალა არ გქონდეს, მაგრამ სხვისთვის უნდა მონახო!"

ისინიც საზოგადოებას თამარისთვის ლოცვას სთხოვენ.

ნატა ძნელაძე კი კომპანია "ფოლადის სახლის" თანამშრომელია, რომელსაც კოლეგები ხალისიან და საინტერესო ადამიანად ახასიათებენ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?