ავტორი:

წყალდიდობა ავღანეთში -  გარდაცვლილი 100-მდე ადამიანი, დანგრეული სახლები და დაკარგულები  (ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან)

წყალდიდობა ავღანეთში -  გარდაცვლილი 100-მდე ადამიანი, დანგრეული სახლები და დაკარგულები  (ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან)

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ფარვანის პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტიქია ქალაქ ჩარიქარში დილით ადრე მოხდა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ეძინა.

ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს ცნობით, დანგრეულია 500-მდე სახლი, ათობით ადამიანი კი დაშავებულია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება, ვინაიდან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია და ადამიანების ნანგრევებიდან გამოყვანა გრძელდება.

"შესაძლოა, ასობით გარდაცვლილი გვყავდეს,“- აღნიშნა ფარვინის პროვინციის გუბერნატორმა ფაზლუდინ აიარმა.

ავღანეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ზაფხულის თვეებში ძლიერი წვიმა ხშირი მოვლენაა, რაც წყალდიდობებს იწვევს.

FBI-მ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, ყველაზე მოუხელთებელი დამნაშავე დააკავა - როგორ აღწევდა თავს პოლიციას კაცი, რომელმაც ქალიშვილები "ღირსების სახელით“ დახოცა

კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი, რომელიც წითელი ტუჩსაცხის გარეშე საჯაროდ არ ჩნდება - ვინ არის ალექსანდრია ოკასიო კორტესი?

მინსკის "მძიმე ღამე“ - რა ხდებოდა ბელარუსში, სადაც  "ომონმა" საპროტესტო აქცია დაშალა და 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა (ფოტოები)