ავტორი:

მინსკის "მძიმე ღამე“ - რა ხდებოდა ბელარუსში, სადაც  "ომონმა" საპროტესტო აქცია დაშალა და 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა (ფოტოები)

მინსკის "მძიმე ღამე“ - რა ხდებოდა ბელარუსში, სადაც  "ომონმა" საპროტესტო აქცია დაშალა და 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა (ფოტოები)

ბელარუსში საზოგადოების პროტესტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებითაა გამოწვეული, გრძელდება. მინსკში წუხელ მძიმე ღამე გადაიტანეს, რადგანაც სამართალდამცველებმა აქცია დაშალეს და 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მედიაში წერენ, რომ აქციის ასამდე მონაწილე "ომონმა“ კათოლიკურ ეკლესიაში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გამოკეტა და მათ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო მსვლელობა დამოუკიდებლობის მოედანზე იმართებოდა, სადაც ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. არსებული ინფორმაციით, აქცია არასანქცირებული იყო.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტი აქციები ბელარუსში , მინსკის დამოუკიდებლობის სასახლის მიმდებარედ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციის დაშლამდე ორი დღით ადრე კი, სასახლეში პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ავტომატით შეიარაღებული მივიდა.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი,

მისმა მთავარმა ოპონენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი, ამომრჩეველთა 9.9-ის მხარდაჭერა მოიპოვა. სვეტლანა ტიხანოვსკაია ქვეყნიდან გააძევეს და ის ახლა ლიეტუვაში იმყოფება და მხარდამჭერებს ვიდეო მიმართვების საშუალებით ესაუბრება.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსში მიმდინარე პროცესებს მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, ევროკავშირში კი ლუკაშენკო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. თავად ლუკაშენკო აცხადებს, რომ არჩევნები უკვე ჩატარდა და რომ ქვეყანაში სხვა არჩევნები აღარ იქნება.

"დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია" - ბელარუსის ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა - რას წერს BBC

CNN  - აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა