ავტორი:

კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი, რომელიც წითელი ტუჩსაცხის გარეშე საჯაროდ არ ჩნდება - ვინ არის ალექსანდრია ოკასიო კორტესი?

კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი, რომელიც წითელი ტუჩსაცხის გარეშე საჯაროდ არ ჩნდება - ვინ არის ალექსანდრია ოკასიო კორტესი?

პოლიტიკოსი ქალი საზოგადოების დიდი ნაწილის ცნობიერებაში ხისტ გამომეტყველებასთან, მოკლედ შეჭრილ თმასთან და უმაკიაჟო სახესთან ასოცირდება. ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ რჩება დრო ვიზუალზე ზრუნვისთვის, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში აღმოაჩენთ ისეთ ქალ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახერხებენ საქმეს სილამაზის რუტინაც შეუთავსონ.

ახლა სწორედ ასეთ პოლიტიკოსზე მოგიყვებით. ალექსანდრია ოკასიო კორტესი - პოლიტიკოსი, რომელმაც წითელი ტუჩსაცხი საკუთარ ხელწერად აქცია და რომელიც არა მხოლოდ ქალების უფლებების დაცვისთვის იბრძვის, არამედ მათ სილამაზისა და თავის მოვლის მეთოდებსაც უზიარებს.

ალექსანდრია წარმოშობით ლათინო ამერიკელი, პუერტო რიკოელია, თუმცა აშშ-ში, ბრონქსში გაიზარდა. ის არის ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კონგრესის წევრი გახდა. ყოველივეს 29 წლის ასაკში მიაღწია. ახლა კორტესი 30 წლისაა.

პოლიტიკოსი "დემოკრატიული პარტიის“ და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრია, თუმცა იყო დრო, როცა მიმტანადაც მუშაობდა. მის სამუშაო გამოცდილებაში პედაგოგობაც შედის. კონგრესის წევრობამდე კორტესი ბრონქსში პედაგოგი იყო და ესპანურს ასწავლიდა. 2017 წელს ჩრდილოეთის საუნივერსიტეტო კოლეჯის საგანმანათლებლო დირექტორის თანამდებობა ჩააბარეს.

ალექსანდრია 1989 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა და ბრონქსში ცხოვრობდა. 2008 წელს მამა გარდაიეცვალა და ოჯახს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა. გოგონას ბაბუა პუერტო რიკოში მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ახლა ის თავის ბოიფრენდთან, რაილი რობერტსთან ერთად ცხოვრობს, რომელიც პროფესიით ვებ-დეველოპერია.

დღეს ის ამერიკაში ქალებისა და ემიგრანტების ერთ-ერთი მთავარი დამცველია, რომლებიც ამბობენ, რომ ალექსანდრია კონგრესში მათი ხმაა.

ალექსანდრია განსაკუთრებული შარმითა და მომხიბვლელობით გამორჩევა, ლათინო ამერიკული გენები მის ვიზუალში კარაგადაა გამოკვეთილი. გარდა ამისა, კორტესი იმ იშვიათ ქალ პოლიტიკოსთა შორისაა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, მაკიაჟით ჩნდებიან საზოგადოებაში და ზრუნავენ ვიზუალურ მხარეზე.

ალექსანდრია ამბობს, რომ საზოგადოებაში და თვითონ პოლიტიკოსებს შორისაც კი, სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს და პოლიტიკოს ქალს მაკიაჟით სერიოზულად არ აღიქვამენ.

სილამაზე, ეს პოლიტიკაა, - ამბობს ალექსანდრია.

მისი თქმით, ყოველ დილით დადგე სარკის წინ და იზრუნო გარეგნობაზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ალექსანდრია ქალებს "ვოგის“ საშუალებით ესაუბრება და უზიარებს თავის მოვლის პირად რუტინას. პოლიტიკოსის თქმით, აუცილებელია მზისგან დამცავი კრემი და ეს ის საშუალებაა, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადის, სახისთვის იყენებს დამატენიანებელს და C ვიტამინს.

ალექსანდრიას თქმით, სილამაზის შენარჩუნებისთვის ძილი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, თუმცა მისთვის, როგორც პოლიტიკოსისითვის, კარგად გამოძინება ფუფუნებაა.

"ღამე კარგად არ მეძინა - ეს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, ამიტომაც მაქვს თვალის ქვეშ სიშავე“ ამბობს პოლიტიკოსი "ვოგისთან."

ალექსანდრია ცდილობს პოლიტიკამ არ დაავიწყოს, რომ ქალია. მას ჩანთით ყოველთვის დააქვს კოსმეტიკა. მისივე თქმით, არ იყენებს "მძიმე“ მაკიაჟს, თუმცა წითელი ტუჩსაცხი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ამბობს, რომ სილამაზე ადამიანის შინაგანი სამყაროდან მოდის, რომ საკუთარი თავის სიყვარული მნიშვნელოვანია და რომ ვერანაირი ფული, ან მაკიაჟი ვერ ცვლის ადამიანის შინაგან სამყაროს, შინაგან სილამაზეს.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ტრამპს გაუგზავნეს ამანათი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება რიცინი აღმოჩნდა - რას იუწყება CNN გამოძიებაზე?

"ნოვიჩოკის" შემქმნელის სკანდალური განცხადება და ბოდიში ალექსეი ნავალნის