ავტორი:

საქართველოში მომხდარი დანაშაულები, რომელთა გამოძიებაშიც FBI ჩაერთო

საქართველოში მომხდარი დანაშაულები, რომელთა გამოძიებაშიც FBI ჩაერთო

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, სხვადასხვა ექსპერტიზაში FBI-ს ჩართვასა და ამ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს. ამის მიზეზი უპასუხო კითხვებია.

გამოძიების ფედერალური ბიურო (Federal Bureau of Investigation, FBI) აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უწყებაა. ექვემდებარება გენერალურ პროკურორს. დაარსდა 1908 წელს და შედის ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს შემადგენლობაში. მას აქვს უფლება გამოიძიოს ფედერალური კანონის დარღვევები, პასუხს აგებს ქვეყნის, ერისა და პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე.

2013 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით, FBI-ში მუშაობს 35 902 ადამიანი. მათგან 13 785 სპეციალური აგენტია, 22 117 - მომსახურე პერსონალი: ანალიტიკოსები, ლინგვისტები, Iთ-სპეციალისტები და სხვ. მისი პირველი დირექტორი იყო ედგარ ჰუვერი. FBI-ს ამჟამინდელი დირექტორია ქრისტოფერ რეი.

ფრედ ვუდროფის საქმე

1993 წელს საქართველოში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ჯაშუში ფრედ ვუდროფი მოკლეს. გამოძიების თანახმად, ვუდროფი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, თუმცა მისი ოჯახის ადვოკატი თავის წიგნში ამბობს, რომ ადამიანი, ვინც ვუდროფის მკვლელობისთვის გაასამართლეს, უდანაშაულოა, მკვლელობის უკან კი რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. ვუდროფი 1992-93 წლების მიჯნაზე ჩამოვიდა საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების გასაწვრთნელად. მისი მეთვალყურეობით იწვრთნებოდა სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის დაცვა და პირველი ქართული განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი "ომეგა". ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ვუდროფი თბილისში შეხვდა თავის ძველ მეგობარს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაღალი რანგის ოფიცერს, ოლდრიჩ ეიმსს, რომელიც მალე გაიშიფრა, როგორც რუსეთის აგენტი და აშშ-ის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამერიკულმა მხარემ გამოძიება დამოუკიდებლად ჩაატარა, თუმცა გამოძიების მასალების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია. ამერიკული გამოძიება უარყოფს ვუდროფის მკვლელობასთან ანზორ შარმაიძის კავშირს. 2008 წლის ოქტომბერში შარმაიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. იხილეთ სრულად

ასპინძაში ყოფილმა რწმუნებულმა შშმ პირი გაიტაცა, სცემა და საკუთარი საფლავი გაათხრევინა - "რუსთავი 2"

"გამოსულა და უთქვამს, დაწყნარდით, რა მოგივიდათო" - ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომელიც კუკიაზე ჩხუბის გაშველების დროს მოკლეს

"სამაგალითო ჩაქოლვა სამ მაღალჩინოსან მკვლელს! გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს" - ბაჩალიაშვილები აქციას აანონსებენ