ავტორი:

"პირი გამოირეცხეთ ყველამ, ვიდრე ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით შვილის დატოვება, მაგრამ..." -  რას წერს ქართველი ბარონესა ემიგრანტ ქალებზე?

"პირი გამოირეცხეთ ყველამ, ვიდრე ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით შვილის დატოვება, მაგრამ..." -  რას წერს ქართველი ბარონესა ემიგრანტ ქალებზე?

წლების წინ, ოჯახის დანგრევის შემდეგ, როცა პატარა შვილით მარტოხელა დედად იქცა, ცისნამი საყვარლიშვილმა გადაწყვიტა ბედი ემიგრაციაში ეცადა. პირველად იყო იტალია, შემდეგ ამერიკა, სადაც გერმანელ ბარონზე დაქორწინდა და შეიძლება ითქვას, დღეს ქართველი ბარონესაა.

ცისნამი სყვარლიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ამბავს ეხმაურება და წერს:

"ორი დღეა ვხედავ აფთარი ქალების კომენტარებს ემიგრანტ დედებზე!

პირი გამოირეცხეთ ყველამ, სანამ ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით ჩემი ერთადერთი შვილის დატოვება, მაგრამ თქვენსავით არც მდიდარი მშობლები მყავდა, რომ შვილის აღზრდაში დამხმარებოდნენ და არც ყოფილმა ქმარმა დამიტოვა ბინა და საკმარისი ალიმენტი, რომ ბავშვის გვერდით ვყოფილიყავი. მანდ მიღებული განათლებითაც ვერსად ვერ ვნახე სამსახური. ამიტომ ავიკიდე გუდა-ნაბადი და წამოვედი.

იმ დღიდან მოყოლებული ყოველ ღამე მესიზმრება პატარა ირაკლი, ხელებგაშლილი რომ მელის. ჩემს ბედნიერებას რაღაც აკლია, აი, როგორც კარგ საჭმელს მარილი. გულჩათუთქული ვარ და ჩემთვის ჩუმად ვუძლებ მონატრებას.

თქვენ გამოცადეთ რა რთულია შვილისგან შორს ყოფნა და მერე ატლიკინეთ ენები! ასევე საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი ვართ. ჩვენ რომ არა ამდენი უცხო ვალუტა ვერ შემოვიდოდა ქვეყანაში და საერთოდ ვერ იარსებებდა ეკონომიკა. იმის მაგივრად რომ პატივი გვცეთ და მოწიწებით მოგვიხსენიოთ, გვაგინებთ. ერთს ეწერა სოფელში მიწა დაემუშავებინა, ეშრომა და ისე ეცხოვრაო, საწყალ შვილმკვდარ დედაზე.

მართლა?! კაი ერთი რა! სოფლად მიწასაც ამუშავებენ, ვენახსაც მაგრამ მოვა უბედური სეტყვა და ყველაფერს მიწასთან ასწორებს. არაფერი გამოდის. გლეხს შრომა არ უფასდება. ჩაიგდეთ ენები მუცელში და ჩუმად იყავით! ჩემთვის ყველა ემიგრანტი დედა გმირია და დიდება ჩვენს გამძლეობას".

"მარცხნივ პარლამენტი, მარჯვნივ ნამახვანი... ვითომ შველის?" - მეგრელიშვილის "სელფი" გუმათიდან

"საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს! არა ჰესებს, ნიშნავს არა ქვეყნის მომავალს, თუმცა ეს არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას" - რას წერს რომან გოცირიძე

"ერთი კვირის წინ დამირეკა, ძლივს მელაპარაკა, მაგრამ ერთი წუთით არ დაუშვია, რომ ასეთი დასასრული იქნებოდა" - ნიკოლოზ წულუკიძე მარინა ჯანაშიაზე