სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი პურის გაძვირებას მსოფლიოს ბაზარზე ხორბლის დეფიციტს უკავშირებს.
"მსოფლიო ბაზარზე შექმნილია ხორბლის დეფიციტი და ფასმაც მოიმატა, რამაც ასახვა ქართულ ბაზარზეც ჰპოვა. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია", - განაცხადა კვეზერელმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ხორბლის მარაგი და მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
პურზე ფასები 10 თეთრით გაიზარდა. ამასთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ადრე ვარაუდობდა, რომ პური სექტემბრიდან გაძვირდებოდა.