რუსეთი სომხეთში ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

რუსეთი სომხეთში ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

”როსატომის” ხელმძღვანელმა სერგეი კირიენკომ და სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არმენ მოვსესიანმა, პრეზიდენტების - დიმიტრი მედვედევისა და სერჟ სარქსიანის თანხლებით სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ახალი ენერგობლოკის მშენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

სომხეთში ამჟამად არსებული მეცამორის ატომური ელექტროსადგური 2 ბლოკისგან შედგება, რომელთაგან პირველი 1976 წელს ამოქმედდა, მეორე კი - 1980 წელს.

1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის გამო სსრკ-ის ხელმძღვანელობამ სადგურის კონსერვაციის გადაწყვეტილება მიიღო. სადგური ხელმეორედ 1995 წელს ამუშავდა.

2006 წელს სომხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მოქმედი ატომური ელექტროსადგურის  ექსპლუატაციის ვადა 2016 წელს იწურებოდა. "ახალი ევროპული სამეზობლო” პროგრამის ფარგლებში სომხეთმა ხელი მოაწერა გეგმას, რითაც მოძველებული სადგურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დახურვის ვალდებულება იკისრა.

სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 1000 მვტ სიმძლავრის ახალი ენერგობლოკის მშენებლობა 5 მლრდ დოლარი დაჯდება და ის 2011 წლიდან დაიწყება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ