კანცელარიაში მთავრობის სხდომა დასრულდა. სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა.
მისი განცხადებით, საქართველო არც ერთი გაზსადენის გაყიდვას არ გეგმავს. "შესაძლოა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების არაუმეტეს 25%-სა განვათავსოთ ლონდონის ბირჟაზე. რაც შეეხება გაყიდვას, საქართველო არც ერთი გაზსადენის გაყიდვას არ გეგმავს", - აღნიშნა ხეთაგურმა.
მინისტრებმა სახელმწიფო კანცელარია უკვე დატოვეს.