ავტორი:

კანადაში, ერთ-ერთ სახლში, სროლების შედეგად, პოლიციამ 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვა

კანადაში, ერთ-ერთ სახლში, სროლების შედეგად, პოლიციამ 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვა

კანადის ქალაქ ოშავაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სროლების შედეგად, პოლიციამ ხუთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი მამაკაცი, ერთი ქალი და ორი მოზარდი. კიდევ ერთი ქალი დაჭრილია, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ადამიანი, რომელიც ისროდა, გარდაცვლილია. მეზობლების ინფორმაციით, სახლში, სადაც ისროდნენ, მასწავლებლები ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.

The Times: "გერმანიის კანცლერი რუსოფილია, მაგრამ "ნოვიჩოკით“ ჩადენილ მხეცობაზე თვალს არ დახუჭავს"

ირანში მოჭიდავეს 74-ჯერ გაროზგავენ, ხოლო შემდეგ, სიკვდილით დასჯიან - ვინ არის ნავიდ აფკარი და რა გახდა უმკაცრესი სასჯელის მიზეზი

"ბინდის“ვარსკვლავს, რობერტ პატინსონს კორონავირუსი დაუდასტურდა