ავტორი:

"ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა ქობალია დავაბრუნოთ საქართველოში" - სააკაშვილი ექს-მინისტრის წარმატებების შესახებ წერს

"ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა ქობალია დავაბრუნოთ საქართველოში" - სააკაშვილი ექს-მინისტრის წარმატებების შესახებ წერს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ისურვებდა, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას საქართველოში დაბრუნებას.

სააკაშვილი ვერა ქობალიასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს და მისი წარმატებების შესახებ წერს.

„ძალიან გამიხარდა რამდენიმე წლის შემდეგ ვერა ქობალიას ნახვა. ვერა იყო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა, გახდა 300 მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი კანადაში. ის მუშაობს ინოვაციების სფეროში და უკიდურესად საინტერესო აღმოჩენები გააკეთა ტექნოლოგიური აპლიკაციების მხრივ და მისი კომპანიის აქციონერი გახდა "ტვიტერი". რა თქმა უნდა, ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა დავაბრუნოთ ისევ საქართველოში ისევე, როგორც ყველა სხვა წარმატებული ქართველი“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაბრუნების თაობაზე განცხადებას ხვალ, 7 სექტემბერს გააკეთებს.