სოროსი ბომბეის საფონდო ბირჟის მეწილე გახდა

სოროსი ბომბეის საფონდო ბირჟის მეწილე გახდა

ამერიკელმა მილიარდერმა და ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა ბომბეის საფონდო ბირჟის აქციათა 4% შეიძინა. ამის შესახებ AFP იუწყება. სააგენტოს ცნობით, სოროსმა აქციები Dubai Financial-სგან 375-380 რუპიად (დაახლოებით 8 დოლარი) შეიძინა, რაც ჯამში 35 მლნ დოლარს შეადგენს. 

ის, რომ სოროსი ბირჟის ფასიანი ქაღალდების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავდა, ივლისის ბოლოს გაცხადდა. იმ პერიოდში აღნიშნული პაკეტი 40 მლნ დოლარად ფასდებოდა.

ბომბეის საფონდო ბირჟა 1875 წელს დაარსდა და აზიაში უძველესია. ინდოეთის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნების კომპანიებს ადგილობრივი საფონდო ბირჟების ფასიანი ქაღალდების მხოლოდ 5%-ის ფლობის უფლება აქვთ. 

ბომბეის ბირჟაზე უცხოელ ინვესტორებს შორის ასევე არიან Deutsche Boerse და სინგაპურის საფონდო ბირჟა, რომლებიც აქციათა 5-5 %-ს ფლობენ.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ