ავტორი:

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭი საბანაოდ შევიდა და დინებამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, იგი მარნეულიდანაა და ფოთში სტუმრად იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები. ამ წუთებში ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი, 2 კატერი, აქედან ერთი აღჭურვილი წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" და სამაშველო ჯგუფი საფრენი აპარატი - დრონით.

მომხდარზე შსს - მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცაგერში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი დაემატა

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 25 - აჭარაში