ავტორი:

Der Spiegel : ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას საუბარი უკვე შეუძლია

Der Spiegel : ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას საუბარი უკვე შეუძლია

ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას საუბარი შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Der Spiegel -ი ავრცელებს.

"მას საუბარი და ალბათ, იმის გახსენებაც შეუძლია, რაც მოხდა. მისი განცხადებები, შესაძლოა, სახიფათო იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ თავდასხმის უკან დგას", - წერს Spiegel-ი.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ კლინიკაში ნავალნის დაცვა გააძლიერა, ვინაიდან, მდგომარეობის გაუჯობესების გამო, მისი მნახველების რაოდენობა მოიმატებს.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის ბერლინის Charite-ის კლინიკაში მკურნალობენ.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტითაა მოწამლული.

19 წლის შემდეგ - დასრულდა თუ არა 9/11-ის ერა?

რომის პაპი: "ჭამა და სექსი ღვთის მიერ გამოგზავნილი ღვთიური სიამოვნებებია"

აშშ-ში "აპოკალიფსი დადგა" - შემზარავი ფოტოები და ვიდეო შტატებიდან, სადაც უპრეცედენტო ხანძარს ებრძვიან