ავტორი:

"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე

"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე

თემიკო ჭიჭინაძესთან ინტერვიუსთვის დაკავშირებისას შევიტყვე, რომ კარანტინშია. მიზეზი არა კორონავირუსს, არამედ მსახიობის შემოქმედებით გეგმებს უკავშირდება. სწორედ ამ თემით დაიწყო ჩვენი საუბარი.

- უკრაინის ერთ-ერთი არხის დაკვეთით იღებენ სერიალს, რომლის უკვე მეორე სეზონი გადავიღეთ - შარშან დავიწყეთ და წელს გაგრძელდა. კომედიური სერიალია, რომელიც 2 ოჯახზე მოგვითხრობს. ეს არის სიდორენკოსა და სიდორენკოს ოჯახები - ერთნაირი გვარი აქვთ, თუმცა განსხვავებული მახვილით წარმოითქმება. მსგავსი გვარების გამო შვილები აერევათ და როდესაც უკვე გაზრდიან, მაშინღა გაიგებენ. სერიალს "სიდორენკო-სიდორენკო" ჰქვია.მე მთავარი გმირის ქართველ მეგობარს, დავითს ვასახიერებ, ერთ-ერთ სიდორენკოს ჩემი ეკრანული ქალიშვილი მოჰყავს ცოლად.

- როგორც "უკანასკნელ მაგიკიანში"?

- იმ დავითის არ იყოს, ამ სერიალშიც სულ კინკლაობა მაქვს ჩემს მეგობართან. ვკინკლაობთ, ვეჯიბრებით, თან უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ...ამ სერიალს უკრაინაში მაღალი რეიტინგი აქვს, ამიტომ მოლაპარაკება მიმდინარეობს მისი შემდეგი სეზონების გადაღებაზეც. გააჩნია, როგორ განვითარდება პანდემია, ამჯერად ძალიან გავწვალდი წასვლა-წამოსვლაზე.

თვე-ნახევარს გაგრძელდა გადაღება, მერე გამომგზავრების პრობლემა შემექმნა - რეგულარული ფრენა არ არის და ჩარტერული რეისით ჩამოვფრინდი. მოკლედ, ძლივს ჩამოვაღწიე. ახლა თბილისში კარანტინში ვარ, ერთ-ერთ სასტუმროში.

- ქართველი მაყურებელი უთუოდ შეიყვარებს თქვენს დავითს ისევე, როგორც მისი წინამორბედი შეუყვარდა. "უკანასკნელი მაგიკიანის" გაგრძელებაც ხომ არ იგეგმება?

- არა, თუმცა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო როგორც კომპანიებისთვის, ასევე მსახიობებისთვის. ასეთივე რეზონანსი აქვს ახლა სერიალს სიდორენკოებზე უკრაინაში. კიევის ქუჩებში რომ დავდიოდი, ხალხი უკვე მცნობდა, ფოტოებს იღებდნენ. მოსკოვშიც ასე იყო. ამ სერიალებმა ბევრი მეგობარი მაპოვნინა. გაგრძელება

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია