ავტორი:

"11-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებსა და პაციენტების მდგომარეობაზე

"11-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებსა და პაციენტების მდგომარეობაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევიდან 11-თან დაკავშირებით წყაროს დადგენის მიზნით კვლევა გრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 152 ახალი შემთხვევიდან 90 აჭარას უკავშირდება, 15 ქუთაისის სკოლას, 15 „ენგურჰესს“, 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევა.

„დღეს 152 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 2227 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ შემთხვევების განაწილება ასეთია-90 არის აჭარა, 15 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 15 - „ენგურჰესის“, 17 დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი, 4 შემოტანილი შემთხვევაა და 11-თან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 6 ადამიანი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტიდან, რომლებიც კლინიკებსა და სასტუმროებში გადიან მეთვალყურეობასა და მკურნალობას, 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის კი მძიმე. როგორც მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა.

„ჩვენს ცენტრში იყო 23 პაციენტი, გაეწერა 1 და დაგვემატა 6 პაციენტი, ამ ეტაპზე გვყავს 28 დადასტურებული შემთხვევა. ამ 28 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 3 მძიმე.

ქვეყანაში 831 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმედ არის 4 პაციენტი და 25 არის მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არის.

კოვიდინფექციას არ შეუცვლია თავის სახე, ჯერჯერობით გრძელდება ჩვეულებრივად და დაავადების გამოვლენის ყველა ფორმა გახლავთ. ეს არის ასიმპტომური, ანუ სიმპტომების გარეშე, არის თავიდანვე დაწყებული მსუბუქი მიმდინარეობით, რომელიც დამთავრდება როგორც მსუბუქი, ასევე დაავადება შეიძლება, დაიწყოს პირდაპირ მძიმედ : სუნთქვის უკმარისობით, პნევმონიასთან ერთად ან მის გარეშეც შესაძლებელია, შესაძლებელია ასევე დაავადების პროგრესირება ნებისმიერი ფორმის დროს - ასიმპტომური იქნება, მსუბუქი თუ საშუალო სიმძიმის ყველამ შეიძლება განიცადოს პროგრესირება დაავადების პირველი 10 დღის განმავლობაში და თითოეული ფორმიდან მივიღოთ მძიმე ფორმა, თუ პროგრესირება გაგრძელდება კრიტიკული ფორმაც კი.

არასრულწლოვნები არიან მაგრამ როგორც ყოველთვის მათთან კლინიკა უმნიშვნელოდ გამოხატულია, ძალიან მსუბუქად არის გამოხატული ან უხშირესად ასიმპტომური ფორმები აქვთ“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, "დღეს არის კორონავირუსის 152 შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ მონაცემზე მეტი არ არის და ეს მიმანიშნებელია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაა".

როგორც მან აღნიშნა, თუ შემთხვევების რაოდენობა უახლოეს დღეებში არ მოიმატებს და კლებისკენ წავა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ხერხდება.

„152 შემთხვევის გამოვლენა ეს არის ძალიან აქტიური კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს არის იმის საწინდარი, რომ ყველა გამოვლენილი შემთხვევა და მათი იზოლაცია გავრცელების პრევენციის საფუძველი გახლავთ. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი სამი დღე თუ ჩვენ დინამიკაში მატება არ გვექნება, შევინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს და ნელ-ნელა როგორც დღეს იყო ნაკლები, გუშინდელთან შედარებით და ასე გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები მყისიერი და თანაზომადი არის ეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად გავრცელების პრევენციას მოვახერხებთ ყველა გამოვლენილის იზოლაციით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა.

"კუჭის "გასინჯვისას" მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო... ვგრძნობდი, რაღაც ისე არ იყო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები

კორონავირუსი საერთო ჯამში "ენგურჰესის" 50-მდე თანამშრომელს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა