ავტორი:

მინსკში, საპროტესტო აქციებზე 250 მონაწილე დააკავეს

მინსკში, საპროტესტო აქციებზე 250 მონაწილე დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სახელწოდებით „გმირების მარში“, სამართალდამცავებმა სხვადასხვა რაიონში 250 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ დაკავებულები ახდენდნენ ისეთი პლაკატების, დროშებისა და სიმბოლოების დემონსტრირებას, რაც არ შეესაბამება დადგენილ წესებს და შეურაცხმყოფელია.

ბელარუსის შსს-ს მონაცემებით, პროტესტის მონაწილეთა საერთო რიცხვი 13 სექტემბერს 3 000-ს არ აღემატებოდა. მედიის ინფორმაციით, კი მინსკის ცენტრში შეკრებილთა რიცხვი 150 000-ს აჭარბებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ათეულობით ჯავშანტრანსპორტიორის მობილიზება მოხდა მინსკის დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც პრეზიდენტის ერთ-ერთი სამუშაო რეზიდენცია მდებარეობს. შენობასთან განლაგდა წყლის ჭავლის მანქანები და პოლიციის ავტობუსები.

დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსი ვაქცინის გარეშე გაქრება და ამაში მსოფლიოს "ჯოგური მენტალიტეტი" დაეხმარება

ვენერაზე ასტრონომებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს - რა იპოვეს მეცნიერებმა "დედამიწის დობილ" პლანეტაზე?

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა